0 2 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თბილისში, რეგიონში პირველი „აუთლეტ ვილიჯი“ აშენდება

„ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტ გრუპი“ 10 ჰექტარ ტერიტორიაზე რეგიონში პირველი - ქალაქის ტიპის „აუთლეტ ვილიჯის“ მშენებლობის პირველ ფაზას 2022 წელს დაასრულებს. კომპანია „დომუსი“ აღნიშნულ პროექტში, თიბისის მხარდაჭერით, 70 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

„აუთლეტ ვილიჯის“ პროექტის პრეზენტაციას საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„აუთლეტ ვილიჯისთვის“ 22 000 კვ.მ ფართობის კომერციული სივრცე აშენდება, სადაც 120 საერთაშორისო ბრენდის მაღაზია განთავსდება. სავაჭრო სივრცის მენეჯმენტს მსოფლიოში მოწინავე ამერიკული აუთლეტ მენეჯმენტ კომპანია „TORG“ განახორციელებს. 

„აუთლეტ ვილიჯის“ მშენებლობის პროცესში 500 სამუშაო ადგილი შეიქმნება. სავაჭრო სივრცის სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ კი 2000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. აუთლეტის წლიური ბრუნვა ათეულობით მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც ქვეყნის ბიუჯეტის ზრდას შეუწყობს ხელს. 

„აუთლეტ ვილიჯის“ არქტიტექტურული კონცეფციის მიხედვით, ყველა შენობას განსხვავებული ფასადი  ექნება, სადაც  ქართული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი დეკორატიული ელემენტები იქნება გამოყენებული.

ტერიტორიაზე განთავსებული ერთმანეთისგან განსხვავებული კულინარიული კონცეფციის კვების ობიექტები ვიზიტორებს უნიკალურ გასტრონომიულ გამოცდილებას შესთავაზებს. ქართული მეღვინეობის კულტურის პოპულარიზაციის მიზნით ადგილზე ღვინის ბარის გახსნაც იგეგმება.

„აუთლეტ ვილიჯი“ თიბისისა და კომპანია „დომუსის“ წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია. თიბისი, როგორც ვაჭრობის ასევე უძრავი ქონების სექტორების N1 მხარდამჭერი, თბილისში მოქმედ ყველა მსხვილ სავაჭრო ცენტრთან თანამშრომლობს.

თიბისიში, სხვა სექტორების მსგავსად, დეველოპერულ სექტორსაც პროფესიონალების გამოცდილი გუნდი ემუშავება, რომლის წევრებიც სფეროს ექსპერტები არიან და ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, კვალიფიციური მრჩევლის ფუნქციასაც ითავსებენ. კომპანიაში, დეველოპერული და უძრავი ქონების კომპანიების მხარდასაჭერად ერთიანი ეკოსისტემა მოქმედებს, რომელიც გულისხმობს სრულ ჯაჭვს მშენებლობის დაფინანსებიდან, მონიტორინგისა  და კონსულტაციების გავლით - გაყიდვებამდე, რაც დაფინანსების ინსტურმენტებს, საკომუნიკაციო მხარდაჭერასა და სხვადასხვა სახის შეთავაზებებს აერთიანებს.

 

„აუთლეტ ვილიჯის“ მისამართია: თბილისის შემოვლითი გზა M2FC+4F, გამარჯვება; ე.წ. გეზის მიმდებარე ტერიტორია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:40

    თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ქო...

    თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს.   ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება ...

  • 18:43

    გაიგე რა შეთავაზებები მოგიმზადათ თიბისი კონცეპტმა ...

    თიბისი კონცეპტმა ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათ სურვილებზე მორგებული და მრავალფეროვანი შეთავაზებები მოუმზადა. მხოლოდ 14 თებერვალს, თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო ბარათით ICI PARIS-სა და Voule...

  • 18:38

    საბურავები, ზეთები, აკუმულატორები და ავტონაწილები ...

    დაბალი ტემპერატურა ავტომობილის დეტალებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, შესაბამისად, მათი დროული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის გადამწყვეტია. კრიტიკულ...

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...