1 1 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

The Miami Ad School Tbilisi-ში 2021 წლის ოქტომბრის ნაკადის მიღება დაიწყო

Miami Ad School Tbilisi-ში, 2021 წლის ოქტომბრის ნაკადის მიღება დაიწყო. მსურველებს, რეგისტრაციის გავლა უკვე შეუძლიათ. აპლიკაციები 2021 წლის 10 სექტემბრამდე მიიღება. სასწავლო პროგრამაზე, განახლებული ინფორმაციის მიღებას მსურველები Miami Ad School Tbilisi-ს ვებგვერდზე  შეძლებენ.

უკვე მეორე წელია, რაც Miami Ad School-ის თბილისის სკოლა გაიხსნა, რომლის მეგობარი და მხარდამჭერია თიბისი.

Miami Ad School სარეკლამო ინდუსტრიისთვის მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი სკოლაა. 2020 წლიდან Miami Ad School Tbilisi  საერთაშორისო ქსელის  სრულფასოვანი წევრია და სტუდენტები ისარგებლებენ იმ გლობალური ეკო-სისტემით, რომელსაც ეს სკოლა სთავაზობს მომხმარებლებს.  Miami Ad School Tbilisi და თავისუფალი უნივერსიტეტი, თიბისის მხარდაჭერით, სტუდენტებს ორწლიან საერთაშორისო სასერტიფიკატო პორტფოლიო-პროგრამას არტ-დაირექშენისა და ქოფირაითინგის მიმართულებით სთავაზობენ.

ორწლიანი საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები 1 წელს გაატარებენ კახა ბენდუქიძის კამპუსში და მომდევნო 1 წელი კი პრაქტიკებზე გაემგზავრებიან Maiami Ad School-ის ქსელში გაწევრიანებულ მსოფლიოს წამყვან სარეკლამო სააგენტოებში,  როგორებიცაა: 360I, GREY, JWT, OGILVY, PEOPLE IDEAS & CULTURE, R/GA, SAATCHI, TBWA, FACEBOOK და სხვა. ბოლო კვარტალი კი სტუდენტები ბერილინის სკოლის კამპუსში იმუშავებენ სადიპლომო ნამუშევარსა და პორთფოლიოს შეკვრაზე. 

Miami Ad School-ის პროგრამა შემუშავებულია Learning by Doing-ის პრინციპით. საგნები განსაზღვრულია იმ დისციპლინების მიხედვით, რასთანაც მომავალში არტ-დირექტორებსა და ქოფირაითერებს მოუწევთ შეხება. ესენია: კონცეფციის შემუშავება, დიზაინი, ფოტოგრაფია, ქოფი, ტიპოგრაფია და კომპიუტერული პროგრამები. ასევე, სტუდენტებს საშუალება ექნებათ ისეთი ვიწრო პროფილური საგნებიც გაიარონ, როგორიცაა: პრეზენტირების უნარები, ვიდეოგრაფია, Long copy და სხვა.

დაინტერესებულ პირებს აპლიკაციის ფორმის შევსება 2021 წლის 10 სექტემბრამდე შეეძლებათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...