1 4 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

აქ. ახლა თიბისი სულ შენთანაა

„ბევრი რამ იცვლება, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სულ შენთანაა.“

ახალი აღმოჩენებით და თავგადასავლებით სავსე ზაფხული დაიწყო და დღეს თიბისი ისევ დროსთან სრულად შესაბამისი გზავნილით უბრუნდება მომხმარებელს და აძლევს დაპირებას, რომ აქ და ახლა, თიბისი ყველა შესაძლებლობით სულ მასთანაა. 

გასულმა წელმა მართლაც გადაასხვაფერა ბევრი რამ. თუმცა, ვერ შეცვალა ის, რაც მუდმივია: მეგობრობა, საყვარელ ადამიანებთან ერთად წლების განმავლობაში განვლილი გზა და თავს გადახდენილი ისტორიები, დედებისა და შვილების ურთიერთობა, გამოცდილება, რომელსაც თუნდაც ლიტერატურისა თუ მუსიკის ჩვენი რჩეული ჟანრები გვაძლევს, საქმის ერთგულება და ზოგადად - სიყვარული.

ვიდეო:

https://fb.watch/6TBtdYXgB0/

ახალი ვიდეოს იდეა კრეატიულ სააგენტო „ვინდფორსს“ ეკუთვნის, ტექსტი მწერალმა ანა კორძაია-სამადაშვილმა შექმნა, ხოლო მუსიკა - გია ყანჩელის, ყველასთვის საყვარელი „ის აქ არის“ ზურა მახნიაშვილის არანჟირებით გაკეთდა.  ვიდეოში გამოყენებულია ისტორიული და ყველასთვის ძვირფასი მომენტების ამსახველი ფოტოები და კადრები: კახი კავსაძის შეხვედრა პელესთან, გურამ დოჩანაშვილის ცნობილი ფრაზა "დედამიწას სიყვარული ატრიალებს“, 1981 წელს თბილისის „დინამოს“ გამარჯვება თასების მფლობელთა თასზე და ამ გამარჯვებით გახარებული გულშემატკივარი.

ახალი კამპანიით თიბისი გვახსენებს, რომ ახლა სწორედ ის დროა, როდესაც ცხოვრების ყველაზე მეტ დაუვიწყარ ისტორიას ვქმნით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...