1 4 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკმა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან ერთად პრო ბონო ვებინარი გამართა

საქართველოს ბანკთან ერთად საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის პრო ბონო ვებინარი: სოციალური მედიის მართვა ჩატარდა.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკის თანამშრომელმა სამოქალაქო ორგანიზაციებისათვის ვებინარი პრო ბონოდ ჩაატარეს. ვებინარი ეხებოდა ისეთ თემებს როგორიცაა: კამპანიების დაგეგმვა სოციალურ მედიაში და სარეკლამო ბიუჯეტის ეფექტურად მართვა, კამპანიების შედეგების ანალიზი, კონტენტის ფორმატები და ა.შ.

პრო ბონო ვებინარის ბენეფიციარი ის საზოგადოებრივი ორგანიზაციები არიან, რომლებიც საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხზე მუშაობენ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. ეს ორგანიზაციებია: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი CTC, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი - EDEC, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, სოციალური საწარმოების ალიანსი, ასოციაცია "ანიკა", სოციალურ მუშაკთა გაერთიანება, კონრად ადენაუერის სახელობის ფონდი.

ვებინარი პროექტის -„სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა"-ს ფარგლებში გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით.

ინფორმაციისთვის, "საქართველოს პრო ბონო ქსელი" წარმოადგენს საქართველოში მოქმედი იმ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების არაფორმალურ გაერთიანებას, რომელთაც სურთ საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების გამოყენებას საზოგადოების სასიკეთოდ. "საქართველოს პრო ბონო ქსელი" ოფიციალურად 2015 წლის ოქტომბერში დაარსდა "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" ინიციატივით. საქართველოს ბანკი 2016 წლიდან არის საქართველოს პრო ბონო ქსელის წევრი და აქტიურად ერთვება პრო ბონო მარათონებსა და ვებინარებში.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...