1 5 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

სოკარის კამპანია ევრო2020-ისთვის - სოკარის მომხმარებლებს ბაქოში მატჩზე დასწრების შანსი ეძლევათ

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი წელს განსაკუთრებული ფორმატით მიმდინარეობს. თამაშები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იმართება. მათ შორის, ერთ-ერთი მეოთხედფინალის მასპინძელი 3 ივლისს აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო იქნება. სწორედ ამიტომ, კომპანია სოკარმა დაიწყო კამპანია, რომელიც კომპლექსურ აქტივობებს გულისხმობს როგორც სოკარის ავტოგასამართ სადგურებზე, ისე - სოციალურ მედიაში.

კამპანია ევრო2020-თან დაკავშირებით ჯერ კიდევ შარშან დაიწყო, როდესაც სოკარმა საქართველოში არსებული 11 ავტოგასამართი სადგური შეფუთა და ჩემპიონატის მასპინძელ ქალაქებად აქცია. რომის, ამსტერდამის, გლაზგოს, ბუდაპეშტის, კოპენჰაგენის, ბილბაოს, ბუქარესტის, მიუნხენის, დუბლინის, ბაქოსა და ლონდონის ძირითადი მახასიათებლებით გაფორმებული სადგურებზე 21 ივნისამდე მისულ მომხმარებელს საინტერესო სიურპრიზები დახვდება. მათ შეეძლებათ, მონაწილეობა მიიღონ სპორტულ აქტივობებში. იღბლიან მომხმარებლებს კი ბაქოს საგზურის მოგების შანსიც მიეცემათ. თითო სადგურზე ერთი გამარჯვებული გამოვლინდება, მონაწილეებს კი სიმბოლური საჩუქრები გადაეცემათ.

ბაქოში გამგზავრების შანსი ეძლევათ სოციალური ქსელების მომხმარებლებსაც. სოკარის ონლაინ კამპანიის ფარგლებში, ნებისმიერ მსურველს შეუძლია, გადაიღოს ორიგინალური გოლის ვიდეო, ატვირთოს საკუთარ გვერდზე საჯაროდ და დაურთოს ჰეშთეგი #socarscore. 4 საუკეთესო ვიდეოს ავტორს ირაკლი კაკაბაძე, ირაკლი ვახტანგიშვილი, დავით ლაბაძე და გიორგი ჯანელიძე გამოავლენენ. გამარჯვებულები 2 ივლისს ბაქოში გაემგზავრებიან და 3 ივლისს მეოთხედფინალის მატჩს განსაკუთრებული, საპატიო ადგილიდან, SKY BOX-იდან უყურებენ.

ჩაასხი საწვავი სოკარში, შეიძლება გაგიმართლოს და კონკურსის მონაწილე გახდე!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...