0 6 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

TIDA-ს ფარგლებში ონლაინ სესია - "ML მოდელების ქცევის ახსნის მეთოდები" გაიმართება

TIDA-ს ფარგლებში ონლაინ სესია - "ML მოდელების ქცევის ახსნის მეთოდები" გაიმართება

თიბისის მხარდაჭერით, TIDA-ს (Tblisi International Data Analytics) ფარგლებში, მონაცემთა ანალიტიკით დაინტერესებული პირებისთვის ონლაინ სესიების სერია გრძელდება.

შემდეგი სესია 13 მაისს, 19:00 საათზე, ონლაინ პლატფორმა Zoom-ში გაიმართება და მას ნიდერლანდების ლიდერი კომერციული ბანკის, ABN Amro-ს მონაცემთა მეცნიერი, ვიოლეტა მიშევა გაუძღვება. სესიის თემა ამჯერად მანქანური დასწავლის (ML) მოდელების ქცევის ახსნის მეთოდებს შეეხება და ის ინგლისურ ენაზე ჩატარდება.

„მანქანური დასწავლის და ხელოვნური ინტელექტის მოდელების ქცევის ახსნა უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, განსაკუთრებით კი მაღალრისკიანი გადაწყვეტილებების მიღებისას, ისეთ ინდუსტრიებში, როგორებიცაა: საფინანსო, ჯანდაცვის, დაზღვევის და სხვა სექტორები. ჩემს მოხსენებაში ვისაუბრებ ფინანსურ სექტორში გამოყენებული ML მოდელების ქცევის ახსნაზე, განვიხილავ სხვადასხვა მეთოდის დადებით და უარყოფით მხარეებს და პრაქტიკულ მაგალითებს", - ვიოლეტა მიშევა, მონაცემთა მეცნიერი.

სესიის ბოლოს დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება, მისთვის საინტერესო კითხვებზე მიიღოს პასუხები.

TIDA-ს ონლიან სესიაზე დასწრება უფასოა. დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე შეუძლიათ - https://www.surveymonkey.com/r/XKN3YQW_ML, რის შემდეგაც ისინი მონაწილეობისთვის საჭირო მონაცემებს ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.

TIDA ბიზნესმონაცემთა ანალიტიკის პირველი კონფერენციაა რეგიონში და მის მიზანს მონაცემთა ანალიტიკის პროფესიონალებისა და ანალიტიკის გამოყენებით დაინტერესებული ბიზნესების წარმომადგენლების გაერთიანება წარმოადგენს, საერთაშორისო მასშტაბით. TIDA-ს ფარგლებში განიხილება, როგორ უნდა შექმნას ბიზნესმა რეალური ღირებულების მომტანი ანალიტიკა. კონფერენციის, ისევე როგორც ონლაინ სესიების მიზანი თემის გარშემო არსებული უახლესი ინფორმაციის გაზიარება და გაცვლაა.

TIDA-ს მხარდამჭერია თიბისი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...