1 7 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი Segment-თან ერთად ვებინარს გამართავს

21 აპრილი, 2021- საქართველოს ბანკი ფინტექ მიმართულების პროექტების განხორციელებას და მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ ინიციატივის ფარგლებში, 23 აპრილს,  21:00 საათზე მომხმარებელთა მონაცემების ერთ-ერთი უმსხვილესი პლატფორმის- Segment-ისა და  საქართველოს ბანკის  წარმომადგენელი ერთობლივ  ვებინარს გამართავენ. 

Segment-ის წამყვანი ინჟინერი Sam Kahr-ი ვებინარის მონაწილეებს გააცნობს თუ რა არის მომხმარებლის მონაცემების პლატფორმა, რამდენად მნიშვნელოვანია ის  ბიზნესისთვის, რა არის ე.წ. Journey Orchestration და რა სარგებლის მოტანა შეუძლია ამ ინსტრუმენტს ბიზნესისთვის. სპიკერი ასევე გაამახვილებს ყურადღებას თუ როგორ აერთიანებს  Segment- ი მომხმარებლების შეხების წერტილებს ყველა პლატფორმასა თუ არხზე. ვებინარზე განხილული იქნება სტარტაპების მიერ Segment-ის  გამოყენების  წარმატებული მაგალითები. 

ვებინარს მოდერატორობას საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტების მენეჯერი, მარიამ გაგუა გაუწევს. სპიკერების პრეზენტაციის შემდეგ კი შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. ვებინარი ინგლისურ ენაზე ჩატარდება. 

„მონაცემთა ანალიზით დაინტერესებული ბიზნესებისთვის საკმაოდ საინტერესო, საჭირო და აუცილებელი ვებინარია. მომხმარებელთა მონაცემების ერთ-ერთ უმსხვილეს პლატფორმას- Segment-ს დღესდღეობით მსოფლიოს მასშტაბით 20 000-ზე მეტი ბიზნესი წარმატებით იყენებს. მის პარტნიორთა სიაში IBM, FOX, Levis ,Drift, Digital Ocean და სხვა.  სტარტაპები თუ უკვე წარმატებული ბიზნესები საკმაოდ რთულ გზას გადიან იმისთვის  რომ  კიდევ უფრო ახლოს მივიდნენ მომხმარებელთან და გაიგონ მათი საჭიროებები. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ვებინარის მონაწილეები მიიღებენ  კომპეტენტურ რჩევებს, თუ როგორ გამოიყენონ  ის გამოცდილება, რომელიც უკვე დააგროვეს წარმატებულმა კომპანიებმა ამ პლატფორმის გამოყენებით. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ მხარი დავუჭიროთ ბიზნესს, რათა ჰქონდეს  წვდომა მისთვის საინტერესო  და მნიშვნელოვან ინფორმაციაზე და თანაც ისეთი მაღალი კომპეტენციის მქონე კომპანიებისგან როგორიცაა Amazon, Segment და სხვა “, - აცხადებენ საქართველოს ბანკში. 

ვებინარში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ბმულს:  https://f.bog.ge/3anI8tM

ვრცლად სპიკერების შესახებ:

Sam Kahr-მა კარიერა Google-ში დაიწყო, ის მომხმარებელთან დაკავშირებულ სხვადასხვა ტექნიკურ თანამდებობებზე მუშაობდა. ამჟმად ის Segment-ში ინჟინერის პოსტს იკავებს და

კომპანიებს  მონაცემთა ანალიზის  მასშტაბური და ეფექტური არქიტექტურის განლაგებაში ეხმარება. იგი თანამშრომლობს Segment- ის ისეთ დიდ პარტნიორ კომპანიებთან  როგორიცაა: Nike, McAfee, Proctor & Gamble.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...