„თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...
„თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...
|
თიბისი კონცეპტი მარჯანიშვილის 7-ის ისტორიულ შენობაში, საქართველოში მსგავსი ტიპის პირველ, სრულიად განსხვავებულ სივრცეს სთავაზობს მომხმარებლებს. მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7-ში, ბრენდის ისტორიას და ღირებულებების ჰყვება და სტუმრებს უნიკალურ გამოცდილებას, ახალ შესაძლებლობებსა და აღმოჩენებს სთავაზობს.
აქ მოსული ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომია საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურება და ყველა ის დამატებითი სარგებელი, რომელსაც თიბისი მომხმარებლებს უკვე ბევრი წელია სთავაზობს.
მარჯანიშვილის 7-ში, თიბისი კონცეპტი მუდმივად მასპინძლობს განსხვავებული ტიპის ღონისძიებებს, გამოფენებსა და შეხვედრებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან - ადამიანებთან, რომელთა გამოცდილებაც, აქ მოსული ვიზიტორებისთვის, შესაძლოა, პროფესიული წინსვლისა და ახალი აღმოჩენების ბიძგი გახდეს.
ქალაქის ცენტრალური შენობა ათწლეულების განმავლობაში ადამიანების შეხვედრებისა და თანამშრომლობის გამორჩეული, ცენტრალური ადგილი იყო. სწორედ ამ შთაგონებით, ისტორიული მემკვიდრეობა ბრიტანულ რითეილ დიზაინ სააგენტო - Sheridan & Co-სთან ერთად, ახალი კონცეფციით გაცოცხლდა.
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვან გამოცდილებასა და სხვადასხვა მომსახურებას, განსხვავებული ინტერესებისა და საჭიროებების მქონე ადამიანები, შენობის 4 სართულზე გადანაწილებულ 11 ქვესივრცეში აღმოაჩენენ.
ბიბლიოთეკა:
მრგვალი დარბაზის ბიბლიოთეკის დიზაინი ძველისა და ახლის თანაკვეთაა, ის განსაკუთრებული სიმყუდროვით გამოირჩევა და ახალი აღმოჩენებისკენ გიბიძგებთ. აქ მრავალ საინტერესო, იშვიათ წიგნს აღმოაჩენთ ბიზნესის მენეჯმენტის, კულტურის თუ ინოვაციების შესახებ.
საგამოფენო სივრცეები
3 გალერეა თიბისის იმ ისტორიული მემკვიდრეობის გაგრძელებაა, რომლის ფარგლებშიც თიბისი წლებია ხელოვნებასა და ხელოვანებს უჭერს მხარს. საგამოფენო სივრცეები კარგად ნაცნობი არტისტების გამოფენებითაც გიმასპინძლებთ და დამწყებ ხელოვანებს და მათ პროექტებსაც გაგაცნობთ.
საბანკო სივრცე:
საბანკო სივრცეში, შეგიძლიათ საუკეთესო პერსონალურ საბანკო მოსმახურება მიიღოთ და თქვენთვის მნიშვნელოვან ფინანსურ საკითხებზე კონსულტაციები გაიაროთ.
კაფე:
კაფის კონცეფცია, მყუდრო გარემო, სწრაფი და ამავდროულად ჯანსაღი კერძების მენიუ, სპეციალურად ბიზნეს შეხვედრებზეა მორგებული.
სამუშაო სივრცე
სამუშაო სივრცე საუკეთესო გარემოა როგორც დამოუკიდებლად მუშაობისთვის, ასევე ახალ ადამიანებთან შესახვედრად და იდეების გასაზიარებლად. შესვენების დროს კი, შეგიძლიათ საგამოფენო სივრცეებში და ბიბლიოთეკაში საინტერესო აღმოჩენები გააკეთოთ.
კოლექცია:
მუზეუმის მაღაზიის კონცეფციით შექმნილ საკოლექციო სივრცეში სპეციალური კოლექციებიდან შერჩეულ, საინტერესო დიზაინის ნივთებს აღმოაჩენთ. მაღაზიას მომავალში ქართული ბრენდების ნაწარმიც დაემატება.
„თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...
თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...
თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
· საქართველოში Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორი „ჯილი საქართველოა“ აღმოსავლეთი ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა...
ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...
ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები