1 8 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

აჭარაბეთის მხარდაჭერით გაიმართა ინტეგრირებული ბოულინგის ჩემპიონატი საქართველოს პირველობაზე

 

 აჭარაბეთის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა „ინიციატივის“ და პროექტის “აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა”, ფარგლებში გაიმართა აფხაზეთის ომის გმირის  თემო სახოკიას სახელობის ინტეგრირებული ბოულინგის ჩემპიონატი საქართველოს პირველობაზე  2021. 

ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა, ომის ვეტერანებმა, პარასპორტსმენებმა, შშმ პირებმა, აფხაზეთიდან დევნილებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა.

ჩემპიონატში ასევე მონაწილეობდნენ ტიტულოვანი პარასპორტსმენები თემურ დადიანი და ნინო საბაშვილი. თემური ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია მკლავჭიდში. ასევე, პარამოთხილამურე და გინესის 2-გზის რეკორდსმენი. ნინო წოლჭიმში  ორგზის მსოფლიო ვიცე–ჩემპიონი და მკლავჭიდში სამგზის მსოფლიო პრიზიორი და ვიცე–ჩემპიონი გახლავთ. 

„პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“- ს ფარგლებში წელს პირველად გაიმართა აფხაზეთის ომის გმირის  თემო სახოკიას სახელობის ჩემპიონატი და დამკვიდრდა მისი  სახელობის გარდამავალი თასი, რომელიც ამიერიდან 1 წლით გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა. სიმბოლურია, მაგრამ ნიშანდობლივი, რომ სწორედ თემოს ვაჟმა ლუკა სახოკიამ აჩვენა საუკეთესო შედეგი ინდივიდუალურ მაჩვენებელში. ჩვენი ორგანიზაციისა და მხარდამჭერებისთვის მნიშვნელოვანია მივცეთ მონაწილეებს მეტი სტიმული იყვნენ აქტიურები და სხვებსაც მისცენ ამის მაგალითი.

ჩვენი მიზანია საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშეწყობა სპორტულ-შემოქმედებითი და სოციალურ პროექტებში ჩართულობის გზით.“ -განაცხადა ახალგაზრდული მედიაკავშირისა და პროექტის დირექტორმა ხათუნა გავაშელმა. 

ჩემპიონატის აუცილებელი პირობა იყო, რომ თამაშის დროს ყველა მონაწილეს ეტლით უნდა ესარგებლა. ტურნირი გუნდური პრინციპით ჩატარდა. გამოვლინდა როგორც ჩემპიონი გუნდი, ასევე საუკეთესო ინდივიდუალური მონაწილე. გამარჯვებულებს 1 წლით გარდამავალი  თასი, ფულადი პრიზები, დიპლომები, მედლები და ღონისძიების მხარდამჭერების მიერ დაწესებული სხვადასხვა პრიზი გადაეცათ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...