0 2 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად

9 მარტი, 2021- საქართველოს ბანკი, როგორც ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად არაერთ პროექტს ახორციელებს, მათ კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს.  პანდემიის შედეგად საგრძნობლად გაზრდილი ონლაინ გაყიდვების ფონზე, ბანკი ქალ მეწარმეებს, Visa-სთან პარტნიორობით, ციფრული ადაპტაციის უფასო პროგრამას სთავაზობს. 

პროექტის ფარგლებში 100 შერჩეული ქალი მეწარმე, რომელიც საქართველოს ბანკის მომხმარებელია, ავტომატურად ჩაერთვება ციფრული ადაპტაციის პროგრამა „Adapter“-ში, რომელიც ბიზნესს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში უწევს დახმარებას, როგორიცაა: დისტანციური გაყიდვები, გაყიდვების და მარაგების მართვა, საბანკო სერვისები, დისტრიბუცია და ლოგისტიკა. 

გარდა ამისა, ბანკი ბიზნესების წახალისების მიზნით, იზრუნებს მეწარმეების პროდუქციის სოციალური ქსელებით უკეთ წარმოჩენასა და ცნობადობის ზრდაზე. 

„მოხარული ვართ, რომ Visa-სთან პარტნიორობით გვაქვს შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტად  დავუჭიროთ მხარი ქალ მეწარმეებს და ხელი შევუწყოთ მათი საქმიანობის განვითარებას. დღეს ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ციფრული გაყიდვების არხის ქონა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ჩვენი მომხმარებელი ქალი მეწარმეების „Adapter”-ში ჩართვა. პროგრამის ფარგლებში ისინი შეძლებენ მარტივად გააციფრულონ საკუთარი მაღაზიები და ამგვარად განაგრძონ პროდუქციის ონლაინ გაყიდვა. ამასთან, სოციალური ქსელების საშუალებით აქტიურად ჩავერთვებით მათი პროდუქციის პოპულარიზაციაში, რათა გავზარდოთ მათზე ცნობადობა. გვჯერა, რომ პროექტი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქალი მეწარმეების და ზოგადად ადგილობრივი ბიზნესის გაჯანსაღებაში. გვინდა წარმატება ვუსურვოთ პროექტის მონაწილეებს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა. 

”Visa–ს მისიის მნიშვნელოვან ასპექტს ინდივიდუალური ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარება წარმოადგენს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ჩვენ ფოკუსირება მოვახდინეთ მცირე და საშუალო ბიზნესისა და მეწარმე ქალების მხარდაჭერაზე. ჩვენი მიზანია, ვუზრუნველვყოთ ქალი ანტრეპრენერების მცირე ბიზნესები სხვადასხვა რესურსით, საჭირო ინფორმაციითა და ახალი შესაძლებლობებით, რაც მათ ბიზნესის გარდაქმნასა და განვითარებაში დაეხმარება. ჩვენ ამას სხვადასხვა მეთოდით ვაკეთებთ - Visa-ს She's Next ინიციატივის საშუალებითა თუ საგანმანათლებლო პროგრამით, რომელიც მიზნად ისახავს ქალებს შესძინოს საჭირო ცოდნა და უნარები თავიანთი ბიზნესის დიჯიტალიზაციისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შეგვიძლია დავეხმაროთ ბიზნესს უკეთესად ადაპტირდნენ ახალ რეალობაში”,- განაცხადა კრისტინა დოროშმა, Visa– ს რეგიონალურმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში. 

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://bankofgeorgia.ge/ka/business/business-services/adapter

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...