თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...
თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...
|
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, 20-25 ოქტომბერს ქუთაისი, რიგით მესამე, საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს მასპინძლობს.
ექვსი დღის განმავლობაში, კინოთეატრ საქართველოში, ფესტივალი მაყურებელს მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს. კინოჩვენებებთან და რეტროსპექტივებთან ერთად, ფესტივალი მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამებს კინემატოგრაფისტებისათვის მასტერკლასებს, დისკუსიებსა და პრეზენტაციებს.
ფესტივალის ფარგლებში, სპეციალური ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს სამ კატეგორიაში: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო ოპერატორი და ფესტივალის პრიზს - ოქროს დინოზავრს გადასცემს.
ფესტივალის ჟიურის წევრები არიან: მარი ამაშუკელი, ოლივიე პელისონი, კარმენ გრეი, ფარაზ ფეშარაკი, ნიკ ვოიგთი,კეკო ჭელიძე,შალვა სოყურაშვილი.
ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიური ქეთი ჯაფარიძე, დიანა მაღლაკელიძე და ბექა მაისურაძე, კი რჩეულ ფილმს მიხეილ კობახიძის სახელობის ჯილდოს გადასცემენ.
ფესტივალის წლევანდელი ფოკუს ქვეყანაა ჩეხეთი. „ჩეხეთის ცენტრი თბილისის” მხარდაჭერით ნაჩვენები იქნება ჩეხური ახალი ტალღის ფილმები.
ცნობილი ბელგიელი რეჟისორის, სცენარისტის, ხელოვანისა და კინოს პროფესორის - შანტალ აკერმანის ფილმების სპეციალური ჩვენებით, ფესტივალი კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს ქალ კინემატოგრაფისტთა ღვაწლს.
წელს, ფესტივალის სტუმარია „ბაქოს საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი“.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელი გამორჩეულია ქართული კინოსათვის, რადგან მისი არსებობის საიუბილეო, 115-ე წელი შესრულდა.
ტრადიციულად ფესტივალზე ნაჩვენები იქნება თანამედროვე ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების პანორამა. ქუთაისში შედგება ქართული ახალი ტალღის დოკუმენტალისტების ფილმების პრემიერები, ნაჩვენები იქნება: ანნა ძიაფშიპას ავტოპორტრეტი ზღვარზე, მარიამ ჭაჭიასა და ნიკ ვოიგთის ჯადოსნური მთა, ლუკა ბერაძის ღიმილიანი საქართველო და გიორგი ვარსიმაშვილის სასტუმრო მეტალურგი.
ანიმატორთა ასოციაცია საქართველოში „საქანიმა“, ფესტივალზე წარმოგიდგენთ ახალ ქართულ ანიმაციურ ფილმებს.
ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება რეზო გაბრიაძის სახელობის სცენარის განვითარების სახელოსნო, რომელსაც რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი ინეკე სმიტსი (ნიდერლანდები) და პროდიუსერი თეკლა მაჭავარიანი (საქართველო) გაუძღვებიან.
კინოკრიტიკის სახელოსნოს გაუძღვება კინოკრიტიკოსი, ფილოსოფოსი და ავტორი დანა ლინსენი (ნიდერლანდები);
კინოოპერატორობის საერთაშორისო სახელოსნოს გაუძღვებიან გამოცდილი კინოოპერატორები საქართველოდან, ევროპიდან და ამერიკიდან. სახელოსნო ტარდება კინოოპერატორთა საერთაშორისო ფედერაციის - IMAGO-სა და Dedo Weigert Film GmbH-ის მხარდაჭერით. მსგავსი ტიპის სახელოსნო პირველად ტარდება არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
ფესტივალი 20 ოქტომბერს, 19:00 საათზე გაიხსნება და დასრულდება დაჯილდოების ცერემონიით, რომელიც 25 ოქტომბერს 19:00 საათზე კინოთეატრ საქართველოში ჩატარდება.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: ქუთაისის მერია, საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრი, თიბისი კონცეპტი და „თეგეტა ჰოლდინგი”.
ფესტივალის პარტნიორები არიან: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, „ფრანგული ინსტიტუტი”, „ჩეხეთის ცენტრი თბილისი”, „მეღვინეობა ვაზიანი”, „სარაჯიშვილი” და „ბორჯომი”. ფესტივალის მასპინძელია სასტუმრო Kutaisi Inn.
თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...
უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალში სწრაფი სერვისები დაინერგა. ძრავის ზეთის, აკუმულატორის ან საბურავების შეცვლა ახლა უკვე 20 წუთშია შესაძლებელი. [I=1] ნიკა მაღრა...
იტალიური წარმოების Lamborghini, ლეგენდარული ბრიტანული Bentley და ჩინური პრემიუმ ელექტრომობილების მწარმოებელი Zeekr, - სამი ახალი ბრენდი პორტფელში და ბაზრის წილის ზრდა 30%-იან ნიშნულზე - „...
თუ ხარ მოსწავლე ან სტუდენტი და გინდა, დაზოგო თანხა და დამოუკიდებლად მართო შენი ფინანსები, მაშინ თიბისის მუდმივი შეთავაზებები, სწორედ, შენთვისაა. მუდმივი შეთავაზებები თიბისის ინიციატივაა, რომელიც კომ...
თიბისი ჯგუფის წარმატების ისტორია მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტის სასწავლო მასალად იქნება გამოყენებული. Case study-ში, რომელიც ცნობილმა საერთაშორისო ბიზნესსკოლამ, IMD გამოაქვეყნა...
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით „თეგეტა ჰოლდინგი“ ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ &nb...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები