1 8 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Hotel Sapphire Bakuriani გაფართოებას გეგმავს

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი სტუმარმასპინძლობის სექტორისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ბაკურიანში 5 სართულიანი, 5 ვარსკვლავიანი, 27 ნომრიანი სასტუმრო აშენდა. სულ ცოტა ხნის წინ კი სასტუმროში 80 ადამიანზე გათვლილი ლაუნჯი და ტერასაც გაიხსნა.

 

პროექტის ჯამური ბიუჯეტი 7 მლნ ლარია, საიდანაც ბანკის თანამონაწილეობა 3.5 მლნ ლარს შეადგენს.

 

„ბანკთან დიდი ხანია ვპარტნიორობთ და სწორედ მათთან თანამშრომლობით, სულ ახლახან, სასტუმროში 80 ადამიანზე გათვლილი ლაუნჯი და ტერასაც გავხსენით. ჩვენს სასტუმროს გამოარჩევს მდებარეობა, ის  არის  ბაკურიანის ცენტრიდან 700 მეტრში, ცენტრალური გზის პირას და აღჭურვილია მაღალი კატეგორიის ნომრებით.  შენობის  საერთო ფართი  1750კვ.მ-ია.  სასტუმროში განთავსებულია საკონფერენციო და  ბავშვთა გასართობი ოთახი; 500კვ.მ.-ზე დახურული ეზო. სასტუმროში უკვე  განთავსებულია სპა და ჩვენს სტუმრებს შეუძლიათ დრო სასიმოვნოთ გაატარონ. უახლოეს მომავალში ტერასას აუზიც შეემატება. მზადების პროცესშია ფიტნეს დარბაზიც.  ჩვენ არ ვჩერდებით და ასევე ვგეგმავთ კიდევ უფრო გაფართოვდეთ. კერძოდ, ვაპირებთ ქართული რესტორნის მოწყობას, ასევე რამდენიმე კოტეჯის მშენებლობას, რომელიც სასტუმროს დამატებით  12 ნომერს შესძენს“, - განაცხადა სასტუმროს დირექტორმა, გოგა ტალახაძემ.  

 

„მოხარული ვართ რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ ბიზნესს, რომელიც მუდმივად ფიქრობს განვითარებაზე. ჩვენ როგორც სტუმარმასპინძლობის ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, ვცდილობთ ხელი შევუწყოთ რეგიონში ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც მოიზიდავს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტურისტებს. სასტუმრო მდებარეობს ბაკურიანის ცენტრში პრესტიჟულ ადგილას, რაც იძლევა შესაძლებლობას,  ისრიალო სამ უმთავრეს სათხილამურო ტრასაზე: დიდველი, კოხტაგორა და მიტარბი. სასტუმრო ასევე ახლოსაა ბორჯომის პარკთან. სასტუმროს ჰყავს პროფესიონალი მომსახურე პერსონალი, რომლებიც მუდამ მზადაა დასახმარებლად. სწორედ ეს ფაქტორები გამოარჩევს Hotel Sapphire Bakurian-ს და გვჯერა ის საკუთარ წვლილს შეიტანს ქვეყანაში ტურისტების მოზიდვის კუთხით“,- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის ხელმძღვანელმა, გიორგი წეროძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...