0 2 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კვარიათში აპარტოტელი - გუმბათი რეზიდენსი შენდება

საქართველოს ბანკი დველოპერული სექტორის ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და „გუმბათი ჯგუფის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში კვარიათში, ზღვის პირველ ზოლში აპარტოტელი - გუმბათი რეზიდენსი შენდება. პროექტის ჯამური ინვესტიცია 5.3 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერა კი 3.7 მლნ აშშ დოლარს აღწევს.

 

პროექტი მოიცავს  სხვადასხვა ზომის 103 აპარტამენტს, ლაუნჯს და რესტორანს,  ფრენბურთის მოედანს, ღია კინოთეატრს, ფიტნესს, ბუნგალოსა და გარე აუზს. ასევე, 2000 კვ.მ-ზე გამწვანებულ ეზოსა და  კეთილმოწყობილ სანაპიროს.

 

„ის რაც პროექტს გამოარჩევს არის  მშენებლობის მაღალი სტანდარტი, იდეალური ადგილმდებარეობა, ადმინისტრაციის მომსახურება, კერძო, 2-სართულიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი, გასართობი და სარელაქსაციო ზონები, მთისა და ზღვის პანორამული ხედები, ვინტილირებადი ფასადი და ა.შ. ეს „გუმბათი ჯგუფის“ რიგით მეათე პროექტია და მოხარული ვართ რომ გუმბათი რეზიდენსის პროექტს საქართველოს ბანკთან ერთად ვახორციელებთ“,- განაცხადა კომპანიის  დირექტორმა და თანადამფუძნებელმა, ლაშა ბალაძემ.

 

„კომპანია „გუმბათი ჯგუფი“  ბაზარზე 1998 წლიდან ოპერირებს და მშენებლობის მაღალი სტანდარტების დამსახურებით დღემდე მოწინავე ადგილს იკავებს თავის სფეროში. ეს არის პირველი კომპანია, რომელმაც დაიწყო დიდი მასშტაბის მშენებლობა ბათუმში. 22 წლიანი გამოცდილება, აშენებული 500.000 კვ.მ. კომერციული და საცხოვრებელი ფართი, ასევე 2 ოლიმპიური სტანდარტის სტადიონი ძალიან ბევრს ამბობს ამ კომპანიაზე და  მოხარული ვართ, რომ ჩვენი ერთობლივი პარტნიორობის ფარგლებში კვარიათს ასეთი აპარტოტელი შეემატება გუმბათი რეზიდენსის სახით. გვინდა კიდევ უფრო მეტი წარმატება ვუსურვოთ კომპანიას  და საინტერესო პროექტების განხორციელება“,- აცხადებს საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის ხელმძღვანელი, ნათია ღლონტი.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...