1 8 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით არტ გალერეა “Old Time” ახალ სივრცეს გახსნის

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით არტ გალერეა “Old Time” განვითარებას განაგრძობს. ბანკის მიერ გამოყოფილი 278,000 ლარის მოცულობის ინვესტიციით, გალერეა მომხმარებელს ახალი სივრციდან მოემსახურება.

ბაზალეთის ქუჩაზე არსებული “Old Time”-ის გალერეა ისეთი მხატვრების ნამუშევრებს აერთიანებს, როგორიცაა: ელენე ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი, ოლეგ ტიმჩენკო, რუსუდან ფეტვიაშვილი, ნიკო ცეცხლაძე, ვანო აბულაძე, ირმა კუსიანი და სხვ. სულ მალე კი, გალერეა მომხმარებლებს მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე ახალი სივრციდან, ახალი სახელით „NOBLESSE“ მოემსახურება. 130 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებულ გალერეაში თანამედროვე მხატვრებისა და ასევე, საკოლექციო ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.

„ჩვენი საქმიანობის ისტორია ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან წყება. თავდაპირველად, მომხმარებელს ანტიკვარების მრავალფეროვან არჩევანს ვთავაზობდით, თუმცა დროსთან ერთად გალერეა გავაფართოვეთ და თანამედროვე მხატვრებთან ექსკლუზიური თანამშრომლობების საფუძველზე, გალერეაში უამრავ ნამუშევარსაც მოვუყარეთ თავი. გარდა ამისა, გალერეაში ძველი, საკოლექციო ნახატებიცაა წარმოდგენილი. მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკთან პარტნიორობით გვეძლევა შესაძლებლობა, მეტად განვავითაროთ საქმიანობა და მომხმარებელს ბაზალეთის და  ახლა უკვე მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე გალერიიდან მოვემსახუროთ“, - აცხადებს არტ გალერეა “Old Time”-ის ხელმძღვანელი, ნინი ლაბაძე.

 

„საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს, ხელი შეუწყოს საინტერესო პროექტების განხორციელებას. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ არტ გალერეა “Old Time”-ის მორიგ პროექტს. გალერეა უკვე წლებია, მომხმარებელს არაერთი ცნობილი ქართველი მხატვრის ნამუშევარს სთავაზობს და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. გვჯერა, ახალი სივრცე მრავალი ახალი და საინტერესო პროექტის საწინდარი გახდება. გვინდა წარმატება ვუსურვოთ გუნდს. საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ხელოვნების, როგორც ბიზნესის მხარდაჭერას“, - აცხადებს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, ზურაბ მასურაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...