2 0 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი „არტისტერიუმი 15/2022“-ის მხარდამჭერია

თიბისი თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენის  „არტისტერიუმი 15/2022“ მხარდამჭერია.

ქართულ-უკრაინული გამოფენა „ხვალ“ 15 ივნისს, ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში  გ. ჭანტურიას ქ. 8, გაიხსნება. ქართველი და უკრაინელი მხატვრების და მწერლების ერთობლივი პროექტი „ხვალ“, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. უკრაინელი მონაწილეების ნამუშევრები დამზადდა საქართველოში, მხატვრების მიერ გამოგზავნილი ობიექტების და ფოტო-ვიდეო მასალის საფუძველზე.

გამოფენის ფარგლებში სამუშაო თემებია:

  • ხელოვნების და ხელოვანის როლი ომის დროს;
  • როგორ მუშაობს ხელოვნება მძიმე კრიზისების პერიოდში და როგორ ასახავს რეალობას
  • 3.       გამოსახულებით, ბგერით, ფორმით ან ფერით?

  • ენა ომიანობის დროს: სიტყვების ნაკლებობა ემოციების გამოსახატად;
  • როგორ ვსაუბრობთ ერთმანეთთან ან/და არსებულ მდგომარეობაზე კრიზისულ პერიოდებში?
  •  

    გამოფენაში საქართველოდან მონაწილეობას მიიღებენ: ანა კორძაია სამადაშვილი, ნინო ხარატიშვილი, ლადო ფოჩხუა, ბესო უზნაძე, გურამ წიბახაშვილი, მარიამ ნატროშვილი, დეთუ ჯინჭარაძე. ღონისძიების უკრაინელი მონაწილეები არიან: ალექსანდრა კროლიკოვკსა, ანდრიი ზელინსკი, ანტონ კირიუკი, ანტონ ლოგოვი, ლილია ჩავაგა, მაქსიმ კოზლოვი, მარია პროშკოვსკა, მარიია დროზდოვა, მარიია პროკოპენკო, მარიია ვიშედსკა, მიხაილო ჟარჟაილო (თანამშრომლობა: პიოტრ არმიანოვსკი, რომან ჰაიდაიჩუკი), ნიკიტა ვლასოვი, ვიტალი იანკოვი, ჟენია მაჩკოვსკა, ზოია ლაკტიონოვა.

    არტისტერიუმი არის თბილისის ყოველწლიური, საერთაშორისო, თანამედროვე ხელოვნების გამოფენა, რომელიც ორგანიზებულია საქართველოს არასამთავრობო ხელოვნების ორგანიზაციის, არტერიუმის ასოციაციის მიერ. ღონისძიება შედგება საერთაშორისო გამოფენების, ინდივიდუალური ხელოვნების პროექტები, საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამებისგან. არტისტერიუმი მასპინძლობს მხატვრებს, კურატორებსა და ხელოვნების კრიტიკოსებს მთელი მსოფლიოდან.

    თიბისისთვის კულტურისა და ხელოვნების განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული თემაა. სწორედ ამიტომ, მუდმივად არის ორგანიზატორი, მხარდამჭერი, იდეის ავტორი და მასპინძელი სხვადასხვა გამოფენების, ხელოვნების ფესტივალებისა და კულტურული ღონისძიებების. თიბისი უკრაინის გვერდით დგას ომის დაწყების დღიდან და მხარს უჭერს „არტისტერიუმი 15/2022“-ს როგორც კულტურისა და ხელოვნების განვითარების, ისე უკრაინის გვერდში დგომის ჭრილში.

     

    კომენტარები

    მსგავსი სიახლეები

    • 13:05

      რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

      როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

    • 13:01

      თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

      თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

    • 15:31

      თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

      თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

    • 11:47

      თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

      კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

    • 10:09

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

        PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

    • 18:04

      „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

        „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...