1 9 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი აქტივების მართვამ პირველი საინვესტიციო ფონდის ტრანზაქცია დახურა

თიბისი ჯგუფის ეკოსისტემას ახალი შვილობილი კომპანია დაემატა. თიბისი - აქტივების მართვა აქტივების მართვის ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერაა ლიცენზირებული და რეგულირებადი. ამ ეტაპზე, ის მართავს ფონდს - დივერსიფიცირებულ საკრედიტო პორტფელს, რომელიც ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირდება.

მაისში ფონდის პირველი, 5 აშშ მილიონ დოლარიანი ტრანზაქცია დაიხურა. თანხის მოზიდვა მოხდა 17 ინვესტორისგან, საიდანაც 88% ფიზიკური პირია, 70% კი - უცხოელი ინვესტორი. პირველი ტრანზაქციის დახურვის პარალელურად, ფონდი გეგმავს პერიოდულად გამოაცხადოს თანხის მოზიდვის შემდგომი რაუნდები, რაც სამომავლოდ ფონდის ზომის ზრდას განაპირობებს.

დივერსიფიცირებულ საკრედიტო პორტფელის საქმიანობა

„დივერსიფიცირებულ საკრედიტო პორტფელი“ ინტერვალური ტიპის ფონდია, რომელიც ინვესტორებს შესაძლებლობას აძლევს შემოსავალი მიიღონ დივერსიფიცირებულ რისკზე. აღნიშნულ მიზანს ფონდი ინვესტორებისგან მოზიდულ სახსრების საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების სასესხო პორტფელში დაბანდებით აღწევს. აუცილებელი პირობაა, რომ ფონდის პორტფელის მინიმუმ 80% სხვადასხვა სექტორის უზრუნველყოფილი, კორპორატიული სესხებისგან შედგებოდეს, დარჩენილი ნაწილი კი ლიკვიდური აქტივებით.

საინვესტიციო ფონდში ინვესტირება ქართულ ბაზარზე შედარებითი სიახლეა, თუმცა ინვესტორებისთვის დივერსიფიცირებულ საკრედიტო პორტფელში ინვესტირება 2 მიზეზით გახდა მიმზიდველი: ფონდისგან პოტენციურად მისაღები შემოსავალი აჭარბებს ქართული კომერციული ბანკების შემოთავაზებულ სადეპოზიტო სარგებელს, ასევე უზრუნველყოფილ სასესხო პორტფელში მონაწილეობა შედარებით ნაკლებრისკიანია რადგან რისკი დივერსიფიცირებულია როგორც სექტორებს, ასევე კომპანიებს შორის. დივერსიფიცირებული საკრედიტო პორტფელის გარდა, აქტივების მართვის კომპანია მომავალში დამატებით სხვა ტიპის საინვესტიციო ფონდების შექმნასაც გეგმავს, რაც ფასიანი ქაღალდების ბაზრის კიდევ უფრო გააქტიურებას შეუწყობს ხელს.

„მსოფლიოს მსგავსად, ფასიანი ქაღალდების ბაზარი საქართველოშიც აქტიური ტემპით ვითარდება. ასევე, მზარდია მოთხოვნა საინვესტიციო პროდუქტებზე. ბაზრის ამ დინამიკამ და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონის გამოქვეყნებამ, შესაძლებლობა მოგვცა ფინანსური ბაზრისთვის ახალი პროდუქტი შეგვეთავაზებინა თიბისი აქტივების მართვის კომპანიითა და მისი პირველი ფონდით - დივერსიფიცირებული საკრედიტო პორტფელით. საინვესტიციო ფონდში ინვესტირება ქართული ბაზრისთვის სიახლეა, თუმცა ახალი ფონდით დროის მოკლე პერიოდში დავაინტერესეთ ინვესტორები, რაც თიბისი ჯგუფის მიმართ მაღალ ნდობას ადასტურებს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...