2 1 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

არასოდეს თქვა უარი შენს მიზნებზე, არ გადაუხვიო გზიდან

 

არ გადაუხვიო გზიდან და არ თქვა უარი შენს არჩევანსა და მიზნებზე - ამ კონცეფციით შეიქმნა „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ კამპანია, ქალების მხარდაჭერისა და დამკვიდრებული სტერეოტიპების ცვლილებებისთვის.

კამპანიის ფარგლებში მომზადდა 6 პრინტი მამოტივირებელი შინაარსის წარწერებით. სიმბოლურია, რომ პრინტებში იმ ქალების სახელობის ქუჩები გამოიყენეს, რომელთა სახელებიც გამბედაობასა და სიმამაცესთან ასოცირდება. ქალი მფრინავი, მწერალი და უფლებების დამცველი, ეროვნული გმირი თუ ქალი მმართველი - ამ რეგალიების უკან კონკრეტული სახელებია, რომლებმაც უკვე დაამტკიცეს, რომ ქალისთვის შეუძლებელი არაფერია.

ცნობილი ქართველი ქალების - ფადიკო გოგიტიძის, ეკატერინე გაბაშვილის, მაია წყნეთელის, თამარ მეფის, მარო მაყაშვილისა და ელენე ახვლედიანის მოღვაწეობა გახდა „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ კამპანიის ინსპირაციაც.

თეა მანჯავიძე, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი: „ჩვენი კომპანიისთვის  ქალთა გაძლიერება და მათი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამჯერადაც, ჩვენი ორთვიანი კამპანიის ფარგლებში, გვინდოდა, ქალებისათვის კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა, იყვნენ თამამები, გაბედულები და არასოდეს თქვან უარი თავიანთ მიზნებზე. მხოლოდ ასე, ერთად შევძლებთ, დავამსხვრიოთ სტერეოტიპები. შევეცადეთ, პრინტკამპანიის მეშვეობით გვეჩვენებინა თანამედროვე სიტუაციები - მძღოლი გოგონა, რომელიც არღვევს დამკვიდრებულ არასწორ დამოკიდებულებებს, მოძრაობს ქალაქში, მიჰყვება საკუთარი მიზნებს და თავად მართავს როგორც მანქანას, ისე საკუთარ ცხოვრებას“.

კომპანიამ, რომლისთვისაც ქალთა მხარდაჭერა პრიორიტეტული მიმართულებაა, გადაწყვიტა, ამ გზით კიდევ ერთხელ შეეხსენებინა ქალებისათვის, რომ მათ ყველაფერი შეუძლიათ - წარმატების მიღწევა, სტერეოტიპების მსხვრევა და სხვებისათვის მაგალითის მიცემა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...