0 6 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლის ახლადგახსნილ იდეათეკაში დათო ტურაშვილის ლექცია გაიმართა

საქართველოს ბანკი ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობას განაგრძობს. განსაკუთრებით კი რეგიონებსა და საზღვრისპირა სოფლებში. სწორედ ამ მიზნით, დედაენის დღესთან დაკავშირებით, ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლაში ცნობილი მწერლის, დათო ტურაშვილის ლექცია გაიმართა, რომელმაც ყურადღება წიგნის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

შეხვედრას სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები, პედაგოგები ესწრებოდნენ. მწერალმა ისაუბრა განათლების, თავისუფლების მნიშვნელობაზეც, უპასუხა მოსწავლეების შეკითხვებს. ლექციის ბოლოს კი სპიკერმა ილია ჭავჭავაძის სახელობის, ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს საკუთარი წიგნები გადასცა და მათზე სამახსოვრო ავტოგრაფებიც გააკეთა.

„ძალიან სასიამოვნო ვიზიტი შედგა ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლის იდეათეკაში და მადლობა ყველას, ვინც ეს იდეა განახორციელა. დარწმუნებული ვარ, იდეათეკა არა მხოლოდ მათთვის, ვისაც კითხვა და ლიტერატურა ისედაც უყვარდა, არამედ ზოგადად, ახალქალაქის ქართველი და არა მარტო ქართველი ბავშვებისთვის ყველაზე მიმზიდველი ადგილი გახდება. ასეთ გარემოში უბრალოდ ყოფნაც კი სასიამოვნო და სასარგებლოა. მჯერა სივრცე იმ ადამიანებსაც მიიზიდავს, ვინც ჯერ არ იცის რომ წიგნზე კეთილი, კარგი და ტკბილი გამოგონება, ამ სამყაროში არ არსებობს“ , - განაცხადა დათო ტურაშვილმა.

„საქართველოს ბანკი განაგრძობს განათლების ხელშეწყობას. აქცენტს ვაკეთებთ რეგიონებზე, განსაკუთრებით კი საზღვრისპირა რეგიონებში ფორმალური და არაფორმალური განათლების სივრცეების შექმნაზე. სწორედ ასეთ, ახლადგახსნილ სივრცეში, დედაენის დღესთან დაკავშირებით გაიმართა დათო ტურაშვილის  შეხვედრა მოსწავლეებთან. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება ბევრი საინტერესო სპიკერი შევახვედროთ ახალგაზრდებს, მხარი დავუჭიროთ რომ იდეათეკაში განახორციელონ სხვადასხვა აქტივობები, იქნება ეს ერთობლივ პროექტებზე მუშაობა, მათთვის მნიშვნელოვანი თემების განხილვა, წიგნის კითხვა თუ სხვა. მოხარული ვართ, რომ ახლადგახსნილმა იდეათეკამ უკვე პირველ  ლექციას უმასპინძლა და იმედი გვაქვს, ეს სივრცე კიდევ არაერთი საინტერესო შეხვედრის, პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის საყვარელი ადგილი გახდება“,- განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა „ქართული წიგნის ინსტიტუტთან“ პარტნიორობით პროექტ „იდეათეკების“ განხორციელება ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო. საქართველოს 6 სახვადასხვა რეგიონის 9 საჯარო სკოლაში უკვე მოეწყო ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სივრცეები - იდეათეკები. პროექტის ფარგლებში იდეათეკები უკვე გაიხსნა ფოთში, ოზურგეთში, ამბროლაურში, ნიქოზში, დიცში, ხურვალეთში, დუისში, თბილისში. ამ რიცხვს სულ ახლახან ილია ჭავჭავაძის სახელობის, ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლაც შეემატა. უკვე 4,600-მდე მოსწავლე  აქტიურად იყენებს იდეათეკის სივრცეებს და იქ განთავსებულ რესურსებს, როგორიცაა ინტერნეტი, კომპიუტერები, პროექტორები, მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა თუ სხვა შემეცნებითი ხელსაწყოები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:47

    თიბისი ლიზინგს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო გადაე...

    19 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით “კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის “ მეშვიდე ცერემონია გაიმართა. SDG17 “პარტ...

  • 12:22

    PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ ბარათს სთავაზობ...

    ახალი, PSP-ს სტუდენტური ბარათი, სტუდენეტების ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა. 20 თებერვლიდან სტუდენტური ბარათის აღება შეუძლიათ 18-24 წლის სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებს. PSP-ს სტუდენტური ბ...

  • 17:37

    „თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტურ...

  • 12:37

    თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და ...

    თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირი...

  • 14:32

    Thermo King-ის ავტოტრანსპორტის სამაცივრე აგრეგატებ...

    ექსკლუზიური სერვისი „თეგეტა მოტორსის“ პორტფელში - გეზის ტერიტორიაზე მდებარე სრულად განახლებულ ფილიალში კომპანია მომხმარებელს Thermo King-ის სამაცივრე აგრეგატების ნაწილების ფართო ასორტიმენ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...

  • 12:13

    Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც...

    თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამ...