„თეგეტასა“ და „ეშვის“ კოლაბორაცია - როცა სამკაულ...
ავტომანქანის რეტრო მოდელი, როგორც განვითარების საწყისი - სიმბოლოებით დატვირთული და საგანგებოდ შემუშავებული კონცეფციით შექმნილი სამკაული „თეგეტამ“ ქალ თანამშრომლებს მიუძღვნა. უნიკალუ...
|
„თეგეტა მოტორს ბაქოს“ სერვისცენტრს ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ესტუმრა. ლეო დოხერტს კომპანიის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს და ბრიტანული ბრენდის, JCB-ის სტანდარტებით აშენებული ცენტრი დაათვალიერებინეს.
JCB-ის წარმომადგენლობა ბაქოში თანამედროვე ინფრასტრუქტურით 1800 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს და საოფისე სივრცეს, სერვისცენტრსა და შოურუმს აერთიანებს. „თეგეტა მოტორს ბაქო“ მომხმარებელს სპეციალური დანიშნულების ტექნიკისა და სატვირთო ავტომობილების რეალიზაციასა და გაყიდვების შემდგომ მომსახურებას სთავაზობს.
ლეო დოხერტი, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში: „კარგია, რომ აქ, აზერბაიჯანში, ბრიტანული ბიზნესის პოპულარიზაცია ხდება და ბაზარზე მაღალი ხარისხის სპეცტექნიკის რეალიზაციის მიზნით ჩვენი პარტნიორები მთელი რეგიონის მასშტაბით თანამშრომლობენ. JCB დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთი უმსხვილესი საინჟინრო და საწარმოო კომპანიაა, რომელიც მესამე უდიდესი სამშენებლო ტექნიკის მწარმოებელია მსოფლიოში და დღემდე ინარჩუნებს საოჯახო ბიზნესის სტატუსს. ბაქოში, ჩემი შეხვედრების ფარგლებში, განვიხილეთ სამომავლო პერსპექტივები, რაშიც დიდი ბრიტანეთის გამოცდილებას მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია. ვიმედოვნებთ, რომ ბრიტანული ბრენდების ჩართულობას ვიხილავთ აზერბაიჯანში ინფრასტრუქტურულ და სამშენებლო პროექტებში და გავაგრძელებთ ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების ძიებას“.
„თეგეტა მოტორს ბაქოში“ ვიზიტისას ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ცენტრში არსებულ JCB-ის ტექნიკას გაეცნო. ბრიტანულ ბრენდს, რომელიც 800-ამდე დილერით მსოფლიოს ოთხ კონტინენტზე საქმიანობს, კავკასიის მასშტაბით „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Tegeta Construction Equipment ექსკლუზიურად წარმოადგენს.
დავით ენდელაძე, „თეგეტა მოტორს ბაქოს“ დირექტორი: „დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის ვიზიტი ჩვენს სადილერო ცენტრში, „თეგეტასა“ და JCB-ის საიმედო თანამშრომლების კიდევ ერთი დასტურია. „თეგეტა მოტორს ბაქო“, როგორც JCB-ის ოფიციალური წარმომადგენლობა, აზერბაიჯანის ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს. მომხმარებელს ვთავაზობთ ბრიტანული ნომერ პირველი ბრენდის ტექნიკასა და სრულ საგარანტიო მომსახურებას აზერბაიჯანის მასშტაბით. ამ გაფართოებამ საშუალება მოგვცა, პრემიუმ ბრენდის ტექნიკის მიწოდებით ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას“.
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
ავტომანქანის რეტრო მოდელი, როგორც განვითარების საწყისი - სიმბოლოებით დატვირთული და საგანგებოდ შემუშავებული კონცეფციით შექმნილი სამკაული „თეგეტამ“ ქალ თანამშრომლებს მიუძღვნა. უნიკალუ...
„როგორც ჩვენს წინა განახლებაში აღვნიშნეთ, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები როგორც წინა თვესთან, აგრეთვე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. სანამ ლარზე მოქმედ შიდა ფაქტორ...
მომხმარებლის გამოცდილების მართვის კვლევითი და საკონსულტაციო სააგენტო CX Hub-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, 24 თებერვალს საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა Customer Experience (CX) Business Summ...
28 თებერვალს, საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA)-ს გამარჯვებულები გამოვლინდა. უკვე მეოთხედ, აღნიშნული ჯილდო მცირე და საშუალო კომპანიის კატეგორიაში (500-მდე დასაქმებული) თიბის...
18 მარტს, თბილისში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შ...
თიბისის გუნდმა, გაზაფხულის გამორჩეული შეთავაზებების ფარგლებში, მომხმარებლებს სპეციალური ქეშბექ აქცია განაწილებით ყიდვის შემთხვევაშიც მოუმზადა. მხოლოდ 8 მარტს, გალერია თბილისში, თიბისის პარტნიორ...
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები