მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...
· საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...
|
საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ერთობლივი პროექტი კვლავ გრძელდება. პროექტის მიზანს მსუბუქი მრეწველობის მიმართულებით ოპერირებადი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა წარმოადგენს. უკვე 20-ზე მეტმა მონაწილე კომპანიამ მიიღო დარგის ექსპერტებისგან ინდივიდუალური კონსულტაციები და ტრენინგები. მათ შორისაა კომპანია “დიო“.
„დიო“ უკვე 26 წელია ქართულ სამშენებლო ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებელს 70-მდე დასახელების პროდუქციას სთავაზობს, მათ შორის: მეტალოპლასტმასისა და ალუმინის კარ-ფანჯარას, სლაიდურ სისტემებს და სხვა. „დიო“ 3 საწარმოო სივრცეს აერთიანებს და 200-მდე ადამიანს ასაქმებს. გარდა წარმოებისა, კომპანია მომხმარებელს საკონსულტაციო, აზომვით და სამონტაჟო სერვისებსაც სთავაზობს.
„ამ ეტაპზე, ჩვენი მიზანი მომხმარებელთა სექტორის და პროდუქციის გაფართოებაა. ასევე, ვგეგმავთ ექსპორტზე გასვლას. ამ მიმართულებით არც თუ ისე დიდი გამოცდილება აქვს ჩვენს კომპანიას, ამიტომ საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ერთობლივ პროექტში ჩართულობა და ექსპორტის თემატიკაზე მიღებული კვალიფიციური რჩევები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მიღებული გამოცდილება გვეხმარება საექსპორტო ბაზრების სწორად განსაზღვრაში და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში“, - ამბობს „დიოს“დამფუძნებელი, ირმა დაუშვილი. „დღეს მომხმარებელს ქვეყნის მასშტაბით 3 ფილიალიდან ვუწევთ მომსახურებას. ქალაქ ქუთაისში არსებულ საწარმოში კი პირველად საქართველოში, ვუზრუნველყოფთ ავტომატიზირებული საჩრდილობლის - პერგოლას წარმოებას. სამომავლოდ, ვგეგმავთ კიდევ უფრო განვავითაროთ მინა პაკეტების წარმოების მიმართულება“, - დასძენს ირმა დაუშვილი.
„მოხარული ვართ, რომ ჩვენი და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ერთობლივი ძალებით, გვეძლევა შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ „დიოს“ სამომავლო გეგმების განხორციელებაში. კომპანია წლების მანძილზე მნიშვნელოვნად იზრდება, ავითარებს პროდუქციას და დღეს ბაზარზე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ერთ-ერთი მოწინავე ბიზნესია. კომპანიას უკვე 26 წელია იცნობს ადგილობრივი მომხმარებელი და მოხარული ვართ, რომ უახლოეს მომავლში, „დიოს“ პროდუქცია მეზობელ ქვეყნებშიც იქნება ხელმისაწვდომი. გვინდა წარმატება ვუსურვოთ გუნდს. საქართველოს ბანკი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერას“, - განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.
„აღნიშნული პროექტი ქართველ მეწარმეებს სთავაზობს პრაქტიკულ მომსახურებას, მათ შორის საბაზრო კავშირების გაღრმავების, საერთაშორისო სტანდარტებზე წვდომის და მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების შესაძლებლობებს. ეს გახლავთ ერთ-ერთი იმ ინიციატივათა შორის, რომლის საშუალებითაც USAID– ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა უზრუნველყოფს ეკონომიკის სექტორებში დროულ, პრაქტიკულ დახმარებას, მაღალკვალიფიციური კადრის დასაქმებასა და ეკონომიკური ზრდის ხელშწყობას. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბანკთან ერთად, მცირე და საშუალო საწარმოებს მხარს ვუჭერთ საკუთარი ბიზნესის განვითარების მიმართულებით.“ – აღნიშნა მარკ მაკკორდმა, USAID – ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა.
· საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...
კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...
საქართველოს ბანკისთვის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება და ქალი მეწარმეების ხელშეწყობა ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, Startup Grind-თან ერთად, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, მარტის თვე ქალ მე...
თიბისი გურჯაანის საკალათბურთო კლუბის - „დელტას“ მხარდამჭერია. პარტნიორობა 2024 წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება, რადგან თიბისისთვის რეგიონული პროექტების მხარდაჭერა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტ...
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით და კომპანია ისთერნფრომოუშენსის ორგანიზებით, 1-3 მაისს, თბილისი რიგით 28-ე ჯაზფესტივალს მასპინძლობს. როგორც ყოველთვის, წლევანდელი ფესტივალის სტუმრებიც მსოფლიოში წამყვანი ვა...
თიბისი კაპიტალმა, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან - Fitch Ratings-თან და Scope Ratings-თან ერთად, კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებული შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრაში, სარეიტინგო კომპანიებთან ე...
თიბისი განაწილება მომხმარებლებისთვის ყოველი თვის ორმაგ თარიღში განსაკუთრებულ შეთავაზებებს აანონსებს. პირველად, დამატებითი სარგებლით ჩაფიქრებული სურვილების ასრულებას, 04/04 რიცხვში, ICR- ის და O...
აპრილი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები