მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...
· საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...
|
ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრების მფლობელმა და მმართველმა კომპანიამ – შპს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ“ გალტ & თაგარტის დახმარებით, 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია წარმატებით განახორციელა. ეს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ პირველი ემისიაა, რაც პანდემიის, ადგილობრივი თუ რეგიონალური გამოწვევების პირობებში კომპანიის სტაბილურობას, ინვესტორების მხრიდან ნდობის მაღალ ხარისხს და კომპანიის მიმართ არსებულ დადებით მოლოდინებს უსვამს ხაზს.
ობლიგაციების ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი 6.75%-ით განისაზღვრა, რაც ადგილობრივ ბაზარზე არაფინანსური სექტორის წარმომადგენლების პირველადი აშშ დოლარის ემისიებისთვის, კუპონის აქამდე დაფიქსირებული უპრეცედენტო განაკვეთია. ობლიგაციების ვადა 2 წელია და მათი სრულად დაფარვა მოხდება 2024 წლის 28 იანვარს. აღსანიშნავია, რომ ინვესტორების დაინტერესება, დაებანდებინათ თავისუფალი ფულადი სახსრები საქართველოს ერთ–ერთ ყველაზე გამორჩეულ, სტაბილურ და წარმატებულ კომპანიაში, ძალიან მაღალი იყო. ინვესტორთა მოთხოვნამ გადააჭარბა გამოშვებული ფასიანი ქაღალდების მოცულობას.
„მოგეხსენებათ, გალტ & თაგარტთან თანამშრომლობით და მათი მხარდაჭერით, შპს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ“ წარმატებით განახორციელა 15 მლნ. აშშ დოლარის ობლიგაციების ემისია. მოხარულები ვართ, რომ კომპანიის სტაბილურმა განვითარებამ, ზრდის ტემპმა და ნდობის მაღალმა ხარისხმა, განაპირობა ინვესტორთა დიდი ინტერესი და მაღალი მოთხოვნა ემისირებულ ფასიან ქაღალდებზე, რომელთა სრულად ათვისებაც, გამოშვებისთანავე განხორციელდა. ობლიგაციების შეძენის გზით, ინვესტორებმა მოახდინეს თანხის დაბანდება უძრავი ქონების ბაზრის ლიდერ კომპანიაში, რომელიც მათთვის საიმედო პარტნიორი გახდა. მადლობას ვუხდით გალთ & თაგარტს პარტნიორობისთვის და ინვესტორებს გამოჩენილი ინტერესისა და ნდობისთვის“,- ლევან მესხელი, შპს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“–ს დირექტორი.
„მსურს, პირველ რიგში, მივულოცო „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ ამ მნიშვნელოვანი ტრანზაქციის წარმატებით განხორციელება და მოხარული ვარ, რომ გალტ & თაგარტმა წვლილი შეიტანა კომპანიის მიერ ხელსაყრელი დაფინანსების მოძიებაში. მჯერა, რომ ეს ნაბიჯი უფრო მეტად გაამყარებს ბაზარზე კომპანიის წამყვან პოზიციას და წვლილს შეიტანს კომპანიის სამომავლო განვითარებასა და დაფინანსების სტრუქტურის გაუმჯობესებაში. მიუხედავად საქართველოში, რეგიონში და მსოფლიოში შექმნილი არაერთი გამოწვევისა, ინვესტორების მხრიდან აღნიშნული ინსტრუმენტისადმი მნიშვნელოვნად მაღალი ინტერესი და აქტივობა დაფიქსირდა და შედეგად, ადგილობრივ ბაზარზე არაფინანსური სექტორის პირველადი ემისიისთვის უპრეცედენტოდ დაბალი საპროცენტო განაკვეთი დადგინდა. მინდა მორიგი წარმატება მივულოცო გალტ & თაგარტის მთელ გუნდს. გალტ & თაგარტი საქართველოს ბაზარზე წლებია საინვესტიციო ბანკის როლში ეფექტურად თანამშრომლობს როგორც კერძო და საჯარო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენლებთან, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან“, - ოთარ შარიქაძე, გალტ & თაგარტის მმართველი დირექტორი.
შპს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას” შესახებ:
შპს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“ ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს. კომპანია ფლობს და წარმატებით მართავს მულტიფუნქციურ სავაჭრო ცენტრებს: „სითი მოლი საბურთალო“ და „სითი მოლი გლდანი“, ასევე, პრემიუმ კლასის ბიზნეს ცენტრს – „სითი თაუერი“.
„სითი მოლი საბურთალო“ 120 000 მ²–ზე განთავსებული სავაჭრო ცენტრია, რომელიც ვაჟა–ფშაველას N70–ში მდებარეობს, ამავე მისამართზე ოპერირებს ბიზნეს ცენტრი „სითი თაუერი“, რომელიც 11 000 მ²–ს ითვისებს და სადაც მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი კომპანიის ოფისი ფუნქციონირებს. „სითი მოლი გლდანი“ მდებარეობს ი.ვეკუას N1–ში და 40 000 მ²–ზე განთავსებული სავაჭრო სივრცეა. სითი მოლის სავაჭრო ცენტრები 400–ზე მეტი წამყვანი, საერთაშორისო, თუ ადგილობრივი ბრენდის მაღაზიას აერთიანებს. უნიკალური ბრენდ მიქსი, გამორჩეული ადგილმდებარეობა, კომფორტული და ინოვაციური ინფრასტრუქტურა სავაჭრო ცენტრებს მომხმარებლის რჩეულ – შოპინგის, გართობისა და სოციალიზაციის სივრცეებად აპოზიციონირებს.
„აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“ წარმოადგენს ბაზრის უპირობო ლიდერს უძრავი ქონების სწრაფად მზარდ და განვითარებად სექტორში.
· საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...
კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...
საქართველოს ბანკისთვის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება და ქალი მეწარმეების ხელშეწყობა ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, Startup Grind-თან ერთად, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, მარტის თვე ქალ მე...
თიბისი გურჯაანის საკალათბურთო კლუბის - „დელტას“ მხარდამჭერია. პარტნიორობა 2024 წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება, რადგან თიბისისთვის რეგიონული პროექტების მხარდაჭერა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტ...
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით და კომპანია ისთერნფრომოუშენსის ორგანიზებით, 1-3 მაისს, თბილისი რიგით 28-ე ჯაზფესტივალს მასპინძლობს. როგორც ყოველთვის, წლევანდელი ფესტივალის სტუმრებიც მსოფლიოში წამყვანი ვა...
თიბისი კაპიტალმა, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან - Fitch Ratings-თან და Scope Ratings-თან ერთად, კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებული შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრაში, სარეიტინგო კომპანიებთან ე...
თიბისი განაწილება მომხმარებლებისთვის ყოველი თვის ორმაგ თარიღში განსაკუთრებულ შეთავაზებებს აანონსებს. პირველად, დამატებითი სარგებლით ჩაფიქრებული სურვილების ასრულებას, 04/04 რიცხვში, ICR- ის და O...
აპრილი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები