„თეგეტა ჰოლდინგმა“, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ...
“თეგეტა ჰოლდინგმა“, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 30 მილიონი ევროს მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, მე-4 და ბოლო ტრანშის სახით, 10 მილიონი აშშ დოლარის, 2-წლიანი, საჯარო ობლ...
|
ევროპის სპა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ყველაზე დიდ და პრესტიჟულ კონკურში „საირმის სპა ცენტრისა“ და „ევექსი ჰოსპიტლების“ კოვიდის შემდგომმა სარეაბილიტაციო პროგრამამ გაიმარჯვა.
„კურორტმა საირმემ“ და „ევექსი ჰოსპიტლებმა“ ნომინაციაში „ინოვაციური სამედიცინო სპა“ გამარჯვება 20 ევროპული ქვეყნის 100-მდე სპას შორის მოიპოვეს. ოფიციალური დაჯილდოება ხორვატიაში გაიმართა, სადაც ევროპის სპა და სამედიცინო ტურიზმის სფეროში მომუშავე ასზე მეტი ექსპერტი შეიკრიბა.
კურორტ საირმეში გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც ევროპის სპა ასოციაციის წევრებმა პროგრამის შესახებ ისაუბრეს და კურორტ საირმისა და ევექსი ჰოსპიტლების წარმომადგენლებს ჯილდო გადასცეს. პრესკონფერენციაზე ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გერმანულ ტურ-ოპერატორს „FIT Reisen“-სა და „საირმეს“ შორის. შეხვედრას ტურიზმის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. მონაწილეებს მიმართა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა.
„მივესალმები საირმეს ევროპის სპა ასოციაციის ქსელში. აღსანიშნავია ის, რომ აქ მინერალურ და თერმულ წყლებთან ერთად ბუნებაც გამორჩეულია. ჩვენ კოვიდ ეპოქაში ვცხოვრობთ და შესაბამისად, ინოვაციური სამედიცინო სპას ნომინაციაში გამარჯვება საირმემ და ევექსი ჰოსპიტლებმა ერთხმად მოიპოვეს. მათ ერთობლივ პროგრამაში მნიშვნელოვანი იყო კლინიკური და ბალნეოლოგიური სექტორის ერთობლიობა პოსტ კოვიდ გართულებების სამკურნალოდ. კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ ამ მნიშვნელოვან ჯილდოს,“ ჩილა მეზოს, ევროპის სპა ასოციაციის გენერალური მდივანი.
„პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა ჯანმრთელობის მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ კავკასიის მედიცინის ცენტრთან ერთად დავიწყეთ კოვიდის შემდგომი სარეაბილიტაციო პროგრამა. სამედიცინო შემოწმებასთან ერთად, პროგრამა ძალების აღდგენისა და გაჯანსაღებისთვის, ბალნეოლოგიურ პროცედურებსაც მოიცავს. სწორედ ეს ინოვაცია - პოსტკოვიდური მდგომარეობის დასაძლევად ჰოსპიტალური და ბალნეოლოგიური სექტორის ერთობლიობა გახდა საინტერესო ევროპის სპა ასოციაციისთვის და 20 ევროპულ ქვეყანას შორის არჩევანი ჩვენზე შეაჩერეს. მიღებული ჯილდო ძალიან საპასუხიმგებლოა ჩვენთვის და მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით შემდგომი განვითარებისთვის,“ მაია სანიკიძე, „კურორტი საირმე“-ს სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
„როგორც კვლევებმა გვაჩვენა, პოსტ კოვიდ გართულებების სამკურნალოდ მხოლოდ მედიკამენტოზური ჩარევა არ არის საკმარისი. სწორედ ამიტომ, მომხმარებელს კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის შემოწმების პაკეტი შევთავაზეთ, რომელიც საერთაშორისო დონის სპეციალისტების ჩართულობით შეიქმნა. პაკეტი გულისხმობს როგორც სხვადასხვა კლინიკო-ლაბორატორიულ გამოკვლევებს, ასევე სარეაბილიტაციო პროგრამას. საამაყოა, რომ ჩვენმა პროგრამამ ჯილდო სწორედ ინოვაციების ნაწილში მიიღო“ - ანრი კაპანაძე, “ევექსი ჰოსპიტლების” საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორი.
ESPA Innovation Awards-ის მთავარი მიზანი იმ სამედიცინო და გამაჯანსაღებელი მიმართულებების სასტუმროების გამოვლენაა, რომლებმაც შეიმუშავეს ახალი, გამორჩეული და ეფექტური მიდგომები ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
კურორტის შესახებ
კურორტი "საირმე" მდებარეობს სუბტროპიკული სარტყლის მთიან ზონაში, ზღვის დონიდან 950 მეტრზე. "საირმე" არის ერთადერთი კურორტი საქართველოში, სადაც 5 სხვადასხვა სამკურნალო თვისების მინერალური სასმელი წყარო და 1 თერმული მინერალური წყალი ამოედინება, რითაც მრავალი დაავადების განკურნებაა შესაძლებელი. ახალი კურორტის "საირმე" რეაბილიტაციის პროექტის შემდეგ კომპლექსში წარმოდგენილია 3 სასტუმრო, 342 ნომრით, სადაც ერთდროულად 1000-მდე ადამიანის განთავსების შესაძლებლობაა. რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდა საირმის ლანდშაფტის მოდერნიზებაც, ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები სარეკრეაციო და საკვები ობიექტების მოსაწყობად.
კურორტი საირმე - თერმული სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი
კურორტის თერმული სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი სტუმრებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის სამკურნალო, გამაჯანსაღებელ და ესთეტიურ პროცედურებს. სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ ჰიდროპროცედურების ნაირსახეობებით, როგორიცაა: წყალქვეშა მასაჟი, შარკოს შხაპი, მინერალური წყლის აბაზანები ექსტრაქტებით და ექსტრაქტების გარეშე, ოზონირებული მინერალური წყლის აბაზანა, მარგალიტოვანი აბაზანა, ზედა და ქვედა კიდურების ჰიდროჭავლური აბაზანა, სხვადასხვა ტიპის გამორეცხვები.
ყველა ჰიდრო პროცედურა ტარდება თერმული მინერალური წყლით, რომლის ბუნებრივი ტემპერატურა მერყეობს 41-43 გრადუსამდე და მისი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ეფექტი დადასტურებულია მრავალწლიანი გამოცდილებით.
გარდა ჰიდრო პროცედურებისა, თერმული სპასა და გამაჯანსაღებელი ცენტრისა, „საირმე“ სტუმრებს სთავაზობს ისეთი ტიპის პროცედურებს და სერვისებს როგორიცაა: ჰალოთერაპია, სხვადასხვა ტიპის მასაჟი (გამაჯანსაღებელი, სარელაქსაციო, ანტისტრესული, ანტიცელულიტური) მანუალური თერაპია, პილინგი, ღია და დახურული თერმული აუზები, ფიტნეს დარბაზი, მშრალი და ორთქლის საუნა. კურორტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ღია და დახურული აუზები რომლებიც ასევე ივსება სამკურნალო თერმული წყლით.
“თეგეტა ჰოლდინგმა“, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 30 მილიონი ევროს მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, მე-4 და ბოლო ტრანშის სახით, 10 მილიონი აშშ დოლარის, 2-წლიანი, საჯარო ობლ...
თიბისი კაპიტალის გუნდმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს, უკვე ტრადიციულად, მიმდინარე აქტუალური მაკროეკონომიკური და სექტორული განახლებები წარუდგინა. ამჯერად შეხვედრის მთავარ ფოკუსში მოექცა მსოფლიო ეკ...
ახალი თაობა ქმნის ახალ დღეს, ახალ მომავალს, ახალ ისტორიას, ამ გზაზე კი მათი ხელშეწყობა და განათლების მიღების ხელმისაწვდომობა თიბისისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტია. თიბისი კამპუსი განათლების მი...
„ჩვენი ძალა, ჩვენი პლანეტა“ – „დედამიწის დღე 2025“-ის მთავარი გზავნილის გარშემო წელს 193 ქვეყანა ერთიანდება. გარემოსდაცვით ღონისძიებაში უკვე ტრადიციულად ერთვება „თ...
კომპანია „ფენიქსი - პროექტირების მენეჯმენტი“, რომლის ძირითადი საქმიანობა სამშენებლო მასალების იმპორტსა და სამონტაჟო სამუშაოებს მოიცავს, გაფართოვდა. თიბისის მხარდაჭერით, კომპანიამ ...
თიბისი კაპიტალმა ლარი/ევრო/დოლარის ბიზნეს სტრატეგია გამოაქვეყნა, რაც სადღეისოდ, საერთაშორისო მასშტაბით მიმდინარე მოვლენების ფონზე კიდევ უფრო აქტუალურია. დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო...
საირმეში, ისტორიული პროექტის, „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ფარგლებში, სსიპ „ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოსთან“ ერთად, დათევზიანების პირველი ეტაპი დასრულდა. მდინარე წაბ...
აპრილი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები