2 0 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ბრიტანულმა BCR Publishing-მა თიბისი ადგილობრივი ფაქტორინგის საუკეთესო მომწოდებლად დაასახელა

თიბისი, ბრიტანული BCR publishing-ის მიერ ორგანიზებულ RFIx-ის დაჯილდოებაზე, ადგილობრივი ფაქტორინგის საუკეთესო მომწოდებლად დასახელდა. აღნიშნული ჯილდო თიბისიმ, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით განხორციელებული შემდეგი ინოვაციური პროექტების შედეგად მოიპოვა:

 

ფაქტორინგის ციფრული პლატფრომა

მომხმარებლებისათვის ცხოვრებისა და პროცესების გამარტივების მიზნით, თიბისიმ კორპორატიული, მცირე და საშუალო ბიზნესებისათვის ფაქტორინგის ციფრული პლატფორმა შექმნა.

პლატფორმის დახმარებით, მყიდველი და გამყიდველი ერთმანეთს ერთ ვირტუალურ სივრცეში უკავშირდებიან, რაც მხარეებს შორის განახლებული ინფორმაციის სწრაფად გაცვალს, ასევე დაფინანსების კიდევ უფრო გამარტივებულ პროცესს უზრუნველყოფს. კომპანიის წარმომადგენლის ბანკში ვიზიტი მინიმუმამდე მცირდება -  ხელშეკრულების ხელის მოწერის შემდეგ, ფაქტორინგის ყოველი შემდგომი ტრანზაქცია კი პლატფორმის დახმარებით სრულდება. შედეგად, კომპანია მარტივად, მინიმალურ დროში იღებს დაფინანსებას ბანკიდან.

 

ახალი გადაწყვეტა ვაჭრობის დაფინანსებაში

პირველად მსოფლიოში, EBRD-ის გარანტიების მხარდაჭერით, თიბისიმ და Armswissbank-მა, FCI-ის ფაქტორინგული პლატფორმის საშუალებით, საერთაშორისო ტრანზაქციები განახორციელეს. აღნიშნულმა ტრანზაქციებმა, საქართველოდან სომხეთში საკვები პროდუქტების ექსპორტი უზრუნველყვეს. აღნიშნული ინოვაციური სტრუქტურა, მსოფლიო მასშტაბით, საერთაშორისო ფაქტორინგის ოპერაციებში საფინანსო ინსტიტუტების ჩართვის ერთგვარ მოდელად იქცა.

თიბისი FCI-ის - ფაქტორინგის ინდუსტრიის გლობალური წარმომადგენლობითი ორგანოს წევრია.

ბიზნესებისთვის გაცემული დაფინანსების ზრდა

ფაქტორინგის დახმარებით, ვაჭრობის დაფინანსების მიზნით თიბისის მიერ ბიზნესკლიენტებისთვის გაცემული ფინანსური რესურსი, ბოლო რამდენიმე წლის განმვალობში, მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუკი აღნიშნული დაფინანსების ჯამური მოცულობა 2017 წელს 9 მილიონი ევრო იყო, 2021 წელს დაფინანსების ჯამურმა თანხამ 125 მილიონი ევრო შეადგინა. ფაქტორინგის მიმართულებით, თიბისი საქართველოში ბაზრის ლიდერია, რასაც ბაზრის 68%-იანი წილი ადასტურებს.

ბრიტანული BCR Publishing-ის RFIx დაჯილდოება, კორპორაციული ფინანსების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდოა. აღნიშნული დაჯილდოება ყოველწლიურად თავს უყრის სფეროს ექსპერტებს იმისთვის, რომ მუდმივად ცვალებად რეალობაში, პროფესიონალებმა კლიენტების პორტფოლიოების ზრდის შესაძლებლობებსა და ინოვაციურ გადაწყვეტებზე იმსჯელონ.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...

  • 11:09

    ZEG Storytelling Festival 13-15 ივნისი ...

    როგორ შეიძლება დაგანახოს ომი  სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...

  • 18:46

    მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...

    ·         საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...

  • 17:15

    თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მ...

    კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...

  • 15:07

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მარტში ქალი მეწარმ...

    საქართველოს ბანკისთვის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება და ქალი მეწარმეების ხელშეწყობა ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, Startup Grind-თან ერთად, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, მარტის თვე ქალ მე...

  • 12:53

    თიბისი x გურჯაანის „დელტა“ - პარტნიორობა რეგიონული...

    თიბისი გურჯაანის საკალათბურთო კლუბის - „დელტას“ მხარდამჭერია. პარტნიორობა 2024 წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება, რადგან თიბისისთვის რეგიონული პროექტების მხარდაჭერა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტ...