1 5 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ — თიბისი გაეროს ქალთა ორგანიზაციის გლობალურ ინიციატივას შეუერთდა

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს საფონდო ბირჟის მხარდაჭერით, საერთაშორისო და ადგილობრივი საბანკო-საფინანსო სექტორი ქალთა გაძლიერებისთვის გაერთიანდა. ყოველწლიური გლობალური ინიციატივა „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ საქართველოში კიდევ ერთხელ ჩატარდა და ყურადღება იმ მნიშვნელოვან როლზე გამახვილდა, რომლის შესრულებაც საბანკო-საფინანსო სექტორს გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის შეუძლია.

ღონისძიებას გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი, ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰელენე სანდ ანდრესენი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, საქართველოს საფონდო ბირჟის ფინანსური დირექტორი ნინო ქურდიანი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში ივანა ფერნანდეს დუარტე, სამოქალაქო საზოგადოების, სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ინიციატივას  წელს თიბისიც შეუერთდა. ღონისძიებაში ბანკის რისკების მართვის ხელმძღვანელი, ნინო მასურაშვილი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ნინო სუქნიძე მონაწილეობდნენ. საერთაშორისო და ადგილობრივი საფინანსო ინსტიტუტებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებმა, გენდერული თანასწორობის ინიციატივებთან დაკავშირებით, საკუთარ ხედვები და გამოცდილება წარადგინეს. მონაწილეებმა არსებულ გამოწვევებსა და ერთობლივი თანამშრომლობის გეგმებზეც იმსჯელეს.

გენდერული თანასწორობა ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია. მაკინზის უახლესი კვლევის მიხედვით, კომპანიებს, რომლებშიც გენდერულად დაბალანსებული, მრავალფეროვანი სამუშაო გარემოა, 15%-ით მეტი შემოსავალი აქვთ. დირექტორთა საბჭოებში ქალების წარმომადგენლობა კი ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე პირდაპირ აისახება. თუმცა, პანდემია და სხვა პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენებით გამოწვეული კრიზისები გენდერული თანასწორობის კუთხით ამ დრომდე მიღწეულ პროგრესსაც აზიანებს, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში.

საქართველოს საბანკო-საფინანსო სექტორს ხელმძღვანელ პოზიციებზე ქალების რიცხვის გაზრდით, ქალებზე ორიენტირებული საბანკო პროდუქტების შეთავაზებით, მრავალფეროვნების მხარდაჭერითა და სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივებით, შეუძლია, ხელი შეუწყოს გენდერულ თანასწორობას, შექმნას თანამშრომლობისა და პოზიტიური ცვლილებების მაგალითები, რომლებიც პერსპექტივაში არა მარტო კონკრეტული ბიზნესების, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზეც პოზიტიურად აისახება. ღონისძიების მიზანი სწორედ ამ შესაძლებლობის წარმოჩენაა.

 ინიციატივა პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილია, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...