1 8 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

“ვოლვო ქარსი“ 2030 წლისთვის სრულად ელექტრო იქნება

„ვოლვო ქარსი“  მოტივირებულია, გახდეს ლიდერი პრემიუმ ელექტროავტომობილების სწრაფად მზარდ ბაზარზე და გეგმავს, 2030 წლისთვის გახდეს სრულად ელექტროავტომობილების კომპანია.   

2030 წლისთვის კომპანია აპირებს, მხოლოდ სრულად ელექტროავტომობილების წარმოებაზე გადაერთოს და მისი გლობალური პორტფელის შემადგენლობიდან შიდა წვის ძრავით აღჭურვილი ნებისმიერი ავტომობილი ეტაპობრივად ამოიღოს, მათ შორის ჰიბრიდები. 

კომპანიის სვლა სრულად ელექტროავტომობილების მწარმოებლად გარდაქმნისაკენ ამბიციური კლიმატური გეგმის ნაწილია, რომლის მიზანია, კონკრეტული მოქმედების საშუალებით მუდმივად შეამციროს თითოეული ავტომობილის ნახშირბადის კვალი ატმოსფეროში, მისი მომსახურების ვადის განმავლობაში.  

„ვოლვო ქარსის“ სვლას სრული ელექტრიფიკაციისკენ თან ახლავს გაზრდილი ყურადღება ონლაინ გაყიდვებზე. ყველა სრულად ელექტრო  მოდელი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ონლაინ.    

2030 წლის ამბიცია წარმოადგენს „ვოლვო ქარსის“ ელექტრიფიკაციის სტრატეგიის დაჩქარებას, რაც გამოწვეულია ბოლო წლებში მის ელექტრიფიცირებულ ავტომობილებზე დიდი მოთხოვნით და მოლოდინით, რომ შიდა წვის ძრავით აღჭურვილი ავტომობილების ბაზარი მცირდება. 

„იმისათვის, რომ დარჩე წარმატებული, საჭიროა მომგებიანი ზრდა. ასე რომ, შემცირებულ ბიზნესში ინვესტიციის ჩადების ნაცვლად ჩვენ ვირჩევთ, ინვესტიცია  დავაბანდოთ მომავალში - ელექტრო და ონლაინ ”- განაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰაკან სამუელსონმა. ”ჩვენ სრულად ვართ ორიენტირებულნი, გავხდეთ ლიდერი სწრაფად მზარდ პრემიუმ ელექტროსეგმენტში.” 

გასულ წელს „ვოლვო ქარსმა“ მსოფლიოს მასშტაბით არსებულ ბაზარზე გამოუშვა თავისი პირველი სრულად ელექტროავტომობილი, XC40 Recharge. მარტში კომპანიამ ახალი სრულად ელექტრო მოდელი, C40, წარადგინა.  

უახლოეს წლებში „ვოლვო ქარსი“ გაყიდვაში რამდენიმე დამატებით ელექტრო მოდელს გამოუშვებს. 2025 წლისთვის მიზნად ისახავს, მისი მსოფლიო გაყიდვების 50% შედგებოდეს სრულად ელექტროავტომობილებისგან, ხოლო დანარჩენი ჰიბრიდებისგან. 2030 წლისთვის ბრენდის მიერ გაყიდული ყოველი ავტომობილი სრულად ელექტრო უნდა იყოს. 

”შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილებისთვის გრძელვადიანი მომავალი არ არსებობს” - განაცხადა ჰენრიკ გრინმა, მთავარმა ტექნიკურმა დირექტორმა. ”ჩვენ მტკიცედ ვართ მოტივირებულნი, გავხდეთ მხოლოდ ელექტროავტომობილების მწარმოებელი კომპანია და ეს გადასვლა უნდა მოხდეს 2030 წლისთვის. ეს საშუალებას მოგვცემს, გავამართლოთ ჩვენი მომხმარებლის მოლოდინი და ვიყოთ გადაწყვეტილების ნაწილი, როდესაც საქმე კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის საკითხს ეხება.” 

„ვოლვო ქარსის“ ოფიციალური ცენტრი მდებარეობს თბილისში.

მისამართი: აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ, #5.

ტელ: 032 224 42 42

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...