ახალი ბრენდები, თანამედროვე შოურუმები და გაყიდვები...
იტალიური წარმოების Lamborghini, ლეგენდარული ბრიტანული Bentley და ჩინური პრემიუმ ელექტრომობილების მწარმოებელი Zeekr, - სამი ახალი ბრენდი პორტფელში და ბაზრის წილის ზრდა 30%-იან ნიშნულზე - „...
|
საერთაშორისო აუდიტორული კომპანია RSM-ის პასუხი კომუნიკაციების კომისიას, 2020 წლის 16 ოქტომბრის საჯარო განცხადებაზე საქართველოში ვირტუალური მობილური ოპერატორების (MVNO) სავალდებულო წესით დაშვების რეგულირებასთან დაკავშირებით
მაგთიკომის განცხადება:
კომუნიკაციების კომისიამ სრული იგნორირება გაუკეთა მაგთიკომის მიერ წარდგენილ მსოფლიოში 10 საუკეთესო საერთაშორისო აუდიტორული კომპანიებიდან ექვსის (აქედან ორი “დიდი ოთხეულის” ე.წ. „Big 4“-ის წევრია) მიერ მომზადებულ დასკვნას საქართველოში ვირტუალური მობილური ოპერატორების (MVNO) სავალდებულო წესით დაშვების რეგულირებასთან დაკავშირებით, კერძოდ, მათი ექსპერტების აუდიტორულ კვლევას/ანალიზს/დასკვნას, რომ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) სავალდებულო დაშვება საქართველოსთვის ნეგატიურ შედეგებს გამოიღებს.
მაგთიკომი ვარაუდობდა, რომ კომისია სათანადოდ შეისწავლიდა ხსენებულ დოკუმენტებს და განახორციელებდა ისეთ ქმედებებს, რაც რისკის ქვეშ არ დააყენებდა სახელმწიფო უსაფრთხოებას და ზიანის მომტანი არ იქნებოდა როგორც ქვეყნის, ასევე მობილური სატელეკომუნიკაციო დარგის შემდგომი განვითარებისათვის.
ვინაიდან, კომისიამ საჯარო სივრცეში გადაიტანა ამ თემის განხილვა, ისიც არაეთიკური და არაკვალიფიციური განცხადებების ტირაჟირებით, იძულებული ვართ საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია. ამჯერად, (Deloitte-ის; BDO-ს; Kalba International, Inc.-ის; და KPMG-ის პასუხების შემდეგ) წარმოგიდგენთ აუდიტორული კომპანია RSM-ის პასუხს კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის 16 ოქტომბრის განცხადებაზე, რომელიც, კიდევ ერთხელ, ნათლად და ცალსახად ადასტურებს კომუნიკაციების კომისიის პოზიციის არამართებულობას.
RSM-ის პასუხი კომისიას:
2020 წლის ოქტომბერში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ („კომისია“) გამოსცა დოკუმენტი სახელწოდებით „შპს „მაგთიკომის“ საკონსულტაციო კომპანიების მიერ მომზადებულ “პოლიტიკის ანგარიშზე” და ექსპერტის დასკვნაზე“ („კომისიის დოკუმენტი“). წინამდებარე დოკუმენტი არის „კომისიის დოკუმენტზე“ ჩვენი პასუხი.
„კომისიის დოკუმენტი“ არის პასუხი კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის № გ-20-9/156 გადაწყვეტილების ექსპერტიზის მიზნით შპს „მაგთიკომის“ მიერ დაქირავებული ექვსი წამყვანი აუდიტორული/საკონსულტაციო კომპანიის მიერ მომზადებულ დასკვნაზე. ჩვენ ამ ექვსი საკონსულტაციო კომპანიიდან ერთ-ერთი ვიყავით.
ჩვენი პროფესიონალური შეფასებით, კომისიის დოკუმენტში მოცემული მონაცემების, არგუმენტებისა და დასკვნების ნაწილის სიზუსტე საეჭვოა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ „კომისიის დოკუმენტი“ შესაძლოა სადაოდ იყოს მიჩნეული სათანადო ფაქტების შერჩევის, აგრეთვე სწორი, სამართლიანი და ობიექტური დასკვნების გაკეთების თვალსაზრისით.
„კომისიის დოკუმენტში“ უგულებელყოფილია ჩვენს დასკვნაში შეტანილი ზოგიერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, მაგალითად, აბონენტთა გადინების კოეფიციენტები, სხვა ქსელზე გადასვლის ბარიერები, და მობილური ქსელის ოპერატორის გაკოტრების ან/და მობილური ქსელის ოპერატორების შერწყმის რისკი.
გარდა ამისა, ჩანს, რომ „კომისიის დოკუმენტში“ MVNO ოპერატორების დაშვების შესახებ დასკვნა გაკეთებულია საქართველოს მობილური ბაზრის სპეციფიკისა და გარემოებების, მაგალითად, საქართველოში მობილური მომსახურების მიმდინარე ფასების, მხედველობაში მიღების გარეშე.
RSM-ის სრული პასუხი ქართულ ენაზე - https://www.magticom.ge/files/rsm-ka.pdf
RSM -ის სრული პასუხი ინგლისურ ენაზე - https://www.magticom.ge/files/rsm-en.pdf
სტატია მაგთიკომის ვებ გვერდზე - https://www.magticom.ge/ka/rsm
სტატია მაგთიკომის Facebook გვერდზე - https://www.facebook.com/Magti/photos/a.256287627715315/3788160121194697/?type=3&theater
იტალიური წარმოების Lamborghini, ლეგენდარული ბრიტანული Bentley და ჩინური პრემიუმ ელექტრომობილების მწარმოებელი Zeekr, - სამი ახალი ბრენდი პორტფელში და ბაზრის წილის ზრდა 30%-იან ნიშნულზე - „...
თუ ხარ მოსწავლე ან სტუდენტი და გინდა, დაზოგო თანხა და დამოუკიდებლად მართო შენი ფინანსები, მაშინ თიბისის მუდმივი შეთავაზებები, სწორედ, შენთვისაა. მუდმივი შეთავაზებები თიბისის ინიციატივაა, რომელიც კომ...
თიბისი ჯგუფის წარმატების ისტორია მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტის სასწავლო მასალად იქნება გამოყენებული. Case study-ში, რომელიც ცნობილმა საერთაშორისო ბიზნესსკოლამ, IMD გამოაქვეყნა...
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით „თეგეტა ჰოლდინგი“ ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ &nb...
თუ ხარ 9-12 კლასის მოსწავლე და შენთვის ახლის შემეცნება, განვითარება და ტექნოლოგიური სამყაროს მწვერვალების მიღწევა პრიორიტეტია, მაშინ 24 მარტის ჩათვლით დარეგისტრირდი თიბისი ტექსკოლის უფასო კურსებზე. თ...
მოცემულ პუბლიკაციაში თიბისი კაპიტალი წლის დასაწყისში ეკონომიკურ ზრდასა და ლარის გაცვლით კურსზე მოქმედი ფაქტორების მიმოხილვას აჯამებს, რაზეც, ბოლო პუბლიკაციებშიც იყო ყურადღება გამახვილებული. ია...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები