1 6 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თავდასხმა “ლელოს” წევრზე- "ოცნების" წევრებმა თამაზ ფაცაციამ და ოთარ ქადარიამ, ზეწოლა განახორციელეს და მოსყიდვა ცადეს

“ლელოს” საარჩევნო კამპანია,  ხელისუფლების მხრიდან თავდასხმებით და შანტაჟით მიმდინარეობს. პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელზე წუხელ გვიან ღამით მმართველი გუნდის წევრებმა, თამაზ ფაცაციამ და ოთარ ქადარიამ, ზეწოლა

განახორციელეს. პარტიაში იმ დეტალებზე საუბრობენ, რომელიც მუქარის ფაქტებს ასახავს.  

 

“ლელოს” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლის , ირაკლი მატუას თქმით, “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა, ზუგდიდის საკრებულოს წევრმა მას ქალაქისა და პარტიის დატოვების სანაცვლოდ 600 ლარი შესთავაზა. 

 

“მმართველი გუნდის წარმომადგენელი დამიკავშირდა, გადმომცა 600 ლარი, რომელიც თან მაქვს. თანხა შემომთავაზეს იმის სანაცვლოდ, რომ წავსულიყავი ქალაქიდან და კავშირზე არ უნდა გამოვსულიყავი არავისთან. პირადად შემხვდა მმართველი გუნდის წარმომადგენელი ოთარ ქადარია. შეხვედრის შემდეგ მითხრეს, რომ წავსულიყავი ქალაქიდან, თუმცა მოვახერხე ჩემს თანაგუნდელებთან დაკავშირება, მათი დახმარებით, მათგან თავი დავაღწიე და ოფისში მოვედი,”-აცხადებს ირაკლი მატუა. 

 

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა, “ლელოს” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე ახვლედიანი. მისი თმით “ლელო” ხელისუფლებისთვის საშიშია და ისინი ყველაფერს აკეთებენ პარტიის გასაჩერებლად.

 

“ხელისუფლებამ ბრძოლა გააჩაღა ისეთი მზარდი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ, როგორიც “ლელოა” დღევანდელი ფაქტიც არის იმის დასტური თუ რამდენად საშიშია ხელისუფლებისთვის “ლელო” . ზეწოლა ხორციელდება როგორც ჩვენს წევრებზე ასევე ჩვენი ახალგაზრდული ფრთის წევრებზე.  საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე ოთო ქადარია, რომელიც სახელმწიფო საქმიანობით უნდა იყოს დაკავებული, პირიქით ეწევა ზონდერ საქმიანობას. მინდა ვუთხრა “ქართულ ოცნებას” ამას არ დავუშვებთ და ჩვენი ხელისუფლება ვერ მოახერხებს ჩვენს დაშინებას,”-აცხადებს ალექსანდრე ახვლედიანი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...