0 2 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით შპს „კაია“-მ ახალი საწარმოო ხაზი გახსნა

20 აგვისტო, 2020- საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის კვალდაკვალ ახალი პროექტების დაფინასებას აგრძელებს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით და „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით  შპს „კაია“-მ ახალი დანადგარები შეიძინა და ახალი საწარმოო ხაზის გახსნის  გადაწყვეტილება მიიღო. ამით კომპანიამ საკუთარი, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული მძიმე მრეწველობის განვითარებაში. კომპანია 2011 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და აწარმოებს ლითონის სახარჯ მასალებსა და ნაწილებს. მის წარმოებაში არსებული ლითონის მასალები ფართოდ გამოიყენება როგორც სამრეწველო, ისე საყოფაცხოვრებო მიმართულებით. კომპანია მრავალპროფილურია. ის გარდა წარმოებისა ახდენს საინჟინრო და სავენტილაციო გაყვანილობების მონტაჟს. კომპანია გარდა საკუთარი საჭიროებისა,   პროდუქციას სარეალიზაციოდ აწარმოებს და ღირსეულ კონკურენციას უწევს იმპორტირებულ ნაწარმს. „კაია“- ს ბრენდის პროდუქცია სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ბიზნესის განვითარების ეტაპზე, უკვე არსებული დაფინანსების გარდა,  კომპანიას გაუჩნდა საჭიროება, საწარმოო ხაზის გაფართოებისთვის ახალი დანადგარები შეეძინა. ბანკმა ამ შემთხვევაშიც გამოიჩინა მზაობა, გვერდში დადგომოდა ბიზნესს. კომპანიამ პანდემიიდან გამოწვეული კრიზისის მიუხედავად გადაწყვიტა ხელი შეეწყო  შიდა წარმოების ზრდისთვის, რაც ბანკისა და შპს „კაია“-ს პარტნიორობის შედეგად გახდა შესაძლებელი. საწარმოში ამჟამად  ჯამში 60 ადამიანია დასაქმებული.  პროექტის საინვესტიციო მოცულობა   1 345 000 ლარია. 

„მოხარული ვართ რომ გვაქვს შესაძლებლობა წვლილი შევიტანოთ ეროვნულ საქმეში, რასაც ქართული მძიმე მრეწველობის წახალისება და ხელშეწყობა ჰქვია. სასიამოვნოა, რომ ეს ჩვენი და შპს „კაია“-ს უკვე მეორე წარმატებული ერთობლივი პროექტია. მნიშვნელოვანია, რომ კომპანია მიზნად ისახავს ადგილობრივი  წარმოების ხელშეწყობას და მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე. მიგვაჩნია, რომ კომპანიები, რომლებიც ორიენტირებულები არიან წინსვლაზე და არ ჩერდებიან, ნადვილად შეძლებენ  წარმატების მიღწევას. ბანკში გვჯერა, რომ თუკი ხელს შევუწყობთ ასეთ ბიზნესებს, ჩვენ ერთად შევძლებთ წარმატებეული ეკონომიკის მშენებლობას“,- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...