0 2 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ მართავს

„სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ მართავს

„სმარტმა“ ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზე მდებარე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა მომსახურების კომპლექსზე „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა და ამიერიდან მომხმარებლებს „სმარტის“ ქსელში ყველაზე გემრიელი „დედა ხაჭაპურის“ დაგემოვნება გამარჯვებული ხაჭაპურის ავტორის რეცეპტით შეეძლებათ. „დედა ხაჭაპური“ იგივე იმერული ხაჭაპურია, რომელიც კონკურსის მონაწილე „სმარტის“ თანამშრომლემა კომპეტენტური ჟიურის რეკომენდაციებით და წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით მოამზადეს. „გასტრონავტის“ დამფუძნებელმა და რესტორატორმა ლევან ქოქიაშვილმა, შეფმზარეულმა გურამ ბაღდოშვილმა და საქართველოს გასტრონომიული ასოციაციის პრეზიდენტმა დალი ცატავამ გამოავლინეს გამარჯვებულები, რომელთა ხაჭაპურისა და ლობიანის რეცეპტიც გახდება სტანდარტი „სმარტის“ საწარმოსა და ქსელში არსებული საცხობებისთვის, რომ მომხმარებელს ადვილად შეეძლოს „სმარტის“ მადისაღმძვრელი ხაჭაპურისა და ლობიანის გემოს გამორჩევა მთელი საქართველოს მასშტაბით.

“ხაჭაპურმა როგორც ნაციონალურ საკვებმა ოდითგან დაიმკვიდრა ადგილი და იმდენად ღრმადაა გამჯდარი ქართულ გენში, რომ ის ქართველობის ეთნიკურობის მახასიათებლად გვევლინება. გარდა ამისა, „სმარტის“ ქსელში ხაჭაპურის გაყიდვების მაღალი მაჩვენებელიც მეტყველებს, რომ ერთგული მომხმარებლისთვის ის დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია. შესაბამისად, „ხაჭაპურის ფესტივალით“ გვსურს „სმარტში“ ხაჭაპურის ცხობის განახლებული სტანდარტი დავნერგოთ, რომ მივიღოთ გემო, რომელსაც ადვილად გამოარჩევს ჩვენი ერთგული მომხმარებელი. მინდა მადლობა გადავუხადო პროფესიონალ შეფმზარეულებს, რომელთა რეკომენდაციებითაც “სმარტის“ საწარმოსა და საცხობების ქსელის თანამშრომლებმა ერთმანეთზე გემრიელი ხაჭაპურები შემოგვთავაზეს და ვულოცავ გამარჯვებულს, რომლის რეცეპტითაც „სმარტი“ ერთი წლის მანძილზე იხელმძღვანელებს. გვსურს „ხაჭაპურის ფესტივალი“ ტრადიციულ ღონისძიებად ვაქციოთ და ჩვენს მომხმარებლებს და საზოგადოებას ვპირდებით, რომ ჩვენ მოვყვებით „ლეგენდებს ხაჭაპურზე“, რომელსაც „სმარტი“ შესთავაზებს“,- აცხადებს სმარტის გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

„სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის საკუთარი იმპორტის თუ ადგილობრივი პროდუქტებით და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „სმარტ კაფეები“ სუპერმარკეტების განუყოფელი ნაწილია, სადაც მომხმარებლებს „სმარტის“ საწარმოსა თუ საცხობების უგემრიელესი საკონდიტრო ნაწარმის, პურ-ფუნთუშეულისა და სხვა გამომცხვარი პროდუქტების დაგემოვნება კომფორტულ გარემოში  შეუძლიათ. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. “სმარტი” ქსელის განვითარებას საწყის ეტაპზე შერჩეულ ფორმატში, ავტო და გაზ-გასამართ სადგურებზე და ავტობანებზე განაგრძობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...