1 8 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით The New York Times-ის გამოცემა “The Big Ideas” –ის წარდგენა გაიმართა

საქართველოს ბანკი საინტერესო პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. 15 ივლისს The New York Times-ის გამოცემა „The Big Ideas”-ის წარდგენა გაიმართა, რომელიც საქართველოში New York Times-ისა და ჟურნალ დიპლომატის ერთობლივი ძალისხმევით და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამოიცა.

ორენოვანი გამოცემა საქართველოსა და ამერიკაში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე  წარმატებული ადამიანების სტატია/ინტერვიუებს აერთიანებს. ქართველ ავტორებს შორის არიან: ნონა გაფრინდაშვილი, ირმა ხეცურიანი, რუსუდან კვაჭანტირაძე, არჩილ გაჩეჩილაძე, ირაკლი ბერიძე, ზურაბ პოლოლიკაშვილი, ნინო სუხიშვილი, ნინო ხარატიშვილი, ირაკლი კავსაძე, ნინო კირთაძე და ნინო კასრაძე.

„მსგავსი ინტელექტუალური გამოცემები ფუფუნებაა ისეთი პატარა ბაზრისთვის, როგორიც საქართველოა, შესაბამისად „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტის განხორციელებაში. The New York Times-ის გამოცემებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში იშვიათად თუ შევხვდებით. საამაყოა, რომ აღნიშნული ჩვენს რეგიონში მხოლოდ საქართველოში გამოიცემა. გამოცემისთვის შევეცადეთ, ისეთი ადამიანები შეგვერჩია, რომლებიც სხვადასხვა სფეროში საკუთარი მიღწევებით საერთაშორისოდ არიან ცნობილი“, - განაცხადა ჟურნალ „დიპლომატისა“ და „The Big Ideas“ - ის გამომცემელმა საქართველოში, ნინო შარაშიძემ.

„The Big Ideas” მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ჟურნალის, The New York Times-ის სპეციალური გამოშვებაა, რომელიც მკითხველს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანების იდეებს უზიარებს. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მსგავსი პროექტის განხორციელებას და ხელი შევუწყოთ საკუთარ დარგში წარმატებული ქართველი პროფესიონალების საინტერესო გამოცდილებებისა და იდეების კიდევ უფრო ფართო აუდიტორიისთვის გაზიარებას. დარწმუნებული ვართ, როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო მკითხველისთვის საინტერესო და შთამაგონებელი იქნება იმ ადამიანების უფრო ახლოდან გაცნობა, რომლებიც არ ჩერდებიან და თავიანთი საქმიანობითა და იდეებით, მსოფლიოს აჩვენებენ, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა“,- აცხადებს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ლევან ყულიჯანიშვილი.

ინფორმაციისთვის, ჟურნალი დიპლომატი, ობსერვერ მედია ჯგუფის პროდუქტია, რომელიც უკვე მე-6 წელია გამოიცემა და ამ ხნის განმავლობაში საზოგადოებას თავი დაამახსოვრა, როგორც ავტორიტეტულმა მედია საშუალებამ საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებზე. ჟურნალის თითოეული ნომერი გამოირჩევა მაღალი რანგის პირებთან ინტერვიუებითა და ექსკლუზიური მასალებით. აღსანიშნავია, რომ „The Big Ideas“ მესამე ერთობლივი გამოცემაა, რომელიც „დიპლომატმა“ New York Times-თან ერთად გამოსცა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...