„თეგეტასა“ და „ეშვის“ კოლაბორაცია - როცა სამკაულ...
ავტომანქანის რეტრო მოდელი, როგორც განვითარების საწყისი - სიმბოლოებით დატვირთული და საგანგებოდ შემუშავებული კონცეფციით შექმნილი სამკაული „თეგეტამ“ ქალ თანამშრომლებს მიუძღვნა. უნიკალუ...
|
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში, შატო „შუხმანი“ გაფართოვდა. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მილიონი ლარია. ბანკის ინვესტიცია კი 4 მილიონ ლარს შეადგენს.
კომპანია მეღვინეობას, სასტუმროს და შუხმანის ღვინის სოფელს მოიცავს, სადაც 18 ვილაა განთავსებული. ვილები იმით არის გამორჩეული, რომ ის მე-19 საუკუნის ისეთ ქართულ უნიკალურ ისტორიულ მასალებზე დაყრდნობით შეიქმნა, როგორიცაა, ქართული კრამიტი, ქვა და ა.შ.
„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკთან უკვე 10 წელია ვთანამშრომლობთ და მათი ფინანსური მხარდაჭერით 120 ჰა-ზე ვენახის, ხოლო 7 ჰა-ზე კი ღვინის სოფლის გაშენება შევძელით. „შუხმანი“ ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს და ჩვენი წამოწყებული პროექტები აერთიანებს, როგორც ქართულ 8000 წლიან ღვინის დაყენების ტრადიციას, მეღვინეობა-მევენახეობას და ეროვნულ გასტრონომიას, ასევე კახურ არქიტექტურასა და დასავლური სტანდარტებით გაერთიანებულ სტუმარმასპინძლობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელისთვის ყოველთვის კომფორტული და სასიამოვნო გარემო შევქნათ. საქართველოს უდიდესი ტურისტული პოტენციალიდან გამომდინარე კი, გვინდოდა ძლიერი ბრენდი ჩამოგვეყალიბებინა, რომელიც იქნებოდა ერთ-ერთი საუკეთესო როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. სამომავლოდ ვგეგმავთ მოვიცვათ საქართველოს კიდევ უფრო მეტი რეგიონი და ახალი ტურისტული პროექტებიც განვახორციელოთ“, - განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ნუცა აბრამიშვილმა.
„საქართველოს ბანკის ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტი ბიზნესის მხარდაჭერაა, განსაკუთრებით რეგიონებში. მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთ წარმატებულ კომპანიას ხელი შევუწყვეთ ბიზნესის კიდევ უფრო მეტად განვითარებასა და გაფართოებაში. შატო „შუხმანი“ საქართველოს ბანკთან 2012 წლიდან პარტნიორობს და ამ პერიოდის განმავლობაში მოახერხა, როგორც მეღვინეობის და სასტუმროს გაფართოება, ასევე უნიკალური ვილების გაშენება. კომპანია ღვინის ექსპორტს 25-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს, რაც მათ წარმატებას კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს. ამ დროისთვის კომპანიამ შეძლო 300-მდე ადამიანის დასაქმება, რაც რეგიონის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა, ირაკლი ვანიშვილმა.
ავტომანქანის რეტრო მოდელი, როგორც განვითარების საწყისი - სიმბოლოებით დატვირთული და საგანგებოდ შემუშავებული კონცეფციით შექმნილი სამკაული „თეგეტამ“ ქალ თანამშრომლებს მიუძღვნა. უნიკალუ...
„როგორც ჩვენს წინა განახლებაში აღვნიშნეთ, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები როგორც წინა თვესთან, აგრეთვე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. სანამ ლარზე მოქმედ შიდა ფაქტორ...
მომხმარებლის გამოცდილების მართვის კვლევითი და საკონსულტაციო სააგენტო CX Hub-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, 24 თებერვალს საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა Customer Experience (CX) Business Summ...
28 თებერვალს, საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA)-ს გამარჯვებულები გამოვლინდა. უკვე მეოთხედ, აღნიშნული ჯილდო მცირე და საშუალო კომპანიის კატეგორიაში (500-მდე დასაქმებული) თიბის...
18 მარტს, თბილისში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შ...
თიბისის გუნდმა, გაზაფხულის გამორჩეული შეთავაზებების ფარგლებში, მომხმარებლებს სპეციალური ქეშბექ აქცია განაწილებით ყიდვის შემთხვევაშიც მოუმზადა. მხოლოდ 8 მარტს, გალერია თბილისში, თიბისის პარტნიორ...
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები