1 5 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში ილუსტრაციის ფესტივალი გაიმართება

საქართველოს ბანკი საინტერესო პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკის მხარდაჭერით, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, თბილისის ილუსტრაციის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობას საქართველოში მცხოვრები 34 ილუსტრატორი მიიღებს, რომელთა ნამუშევრებიც საგამოფენო სივრცეში იქნება წარმოდგენილი. ასევე, მოხდება 45 ილუსტრატორის ნამუშევრების კატალოგის წარდგენაც.

 

ფესტივალის მსვლელობისას იგეგმება ილუსტრირებული წიგნების პრეზენტაციები და სხვადასხვა ტიპის შეხვედრები. გაიყიდება ილუსტრირებული წიგნები, ილუსტრაციები, ღია ბარათები, აქსესუარები და სხვა ტიპის ნაბეჭდი პროდუქცია. უფრო კონკრეტულად კი:

 

13 დეკემბერს კატალოგის პრეზენტაციის შემდეგ ილუსტრატორ ანა ჯანელიძესთან შეხვედრა გაიმართება, რომელსაც მოდერატორობას ნიკი თარხან-მოურავი გაუწევს. ფესტივალზე მისულ სტუმრებს ირაკლი კეიდიასთან და დათო მაჭავარიანთან შეხვედრა ელით თემაზე-  გრაფიკული რომანის განვითარება საქართველოში. შეხვედრის მოდერატორი კი დათო სამნიაშვილი იქნება. ფესტივალის პირველ დღეს ლაშა ცქვიტინიძის ელექტრონული მუსიკა დაასრულებს.

 

რაც შეეხება მეორე დღეს, ფესტივალის სტუმრები ილუსტრატორ ოლესია თავაძეს შეხვდებიან, რომელსაც მოდერატორობას ზაზა აბზიანიძე გაუწევს. ასევე, თამარ ლონდარიძე წარადგენს გამომცემლობა „ინტელექტის“ წიგნს -  „ქართული მითიური პერსონაჟები“. დისკუსიის ფარგლებში გაიმართება საუბარი გამომცემლობის ილუსტრირებული წიგნების ახალ მიმართულებაზე.

 

ეს ყველაფერი არაა. სტუმრები შეძლებენ დაესწრონ ია გაბუნიას ახალი წიგნის -  „სად გაქრა დედამიწა“ პრეზენტაციას, რომლის მოდერატორიც ნინო ძანძავა იქნება. ფესტივალის ბოლო დღეს დახურავს გამომცემლობა „მელანის“ ორი ახალი ილუსტრირებული წიგნის წარდგენა. ასევე, შეხვედრა გამომცემელთან და ავტორებთან.

 

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომლის გენერალური პარტნიორი საქართველოს ბანკია.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...