1 8 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„აჭარაბეთის’’ საპატიო ელჩი ლაშა შავდათუაშვილი აბუ დაბის გრანდ სლემის ბრინჯაოს პრიზიორია

„აჭარაბეთის“ საპატიო ელჩი ლაშა შავდათუაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ძიუდოისტი გახდა, რომელიც ოლიმპიადის, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია.

არაბეთის გაერთიანებულ საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში 26-28 ნოემბერს ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას მხოლოდ ერთი ქართველი - ლაშა შავდათუაშვილი იღებდა. 

73-კილოგრამ წონითი კატეგორიის მთავარმა ფავორიტმა პირველი წრე გამოტოვა და გათამაშებაში მერვედფინალიდან ჩაერთო. ლაშამ მოლდოველ ადილ ოსმანოვს  აჯობა.  შემდეგ კი მეოთხედფინალში რუსი კაზბეკ ნაგუჩოვი ასევე დამატებით დროში დაამარცხა, ფინალისკენ მიმავალ გზაზე კი უზბეკი ძიუდოისტი ტურაევის, ბარიერი ვეღარ გაიარა, დამატებით დროში იპონით დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის საფინალო შეხვედრა სლოვენიელ მარტინ ჰოიაკის მოუგო.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ქართველი ძიუდოისტისთვის 2021 წელი ძალიან წარმატებული გამოდგა. მან მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე კი ვერცხლის მფლობელი გახდა.

“მოგეხსენებათ დამთავრდა ოლიმპიური თამაშები და დაიწყო ახალი ციკლი პირველი საფეხურიდან, რაც შეიძლება ბევრი ტესტი უნდა გავაკეთო იმისთვის,რომ უფრო ბევრი შეცდომა ვიპოვო საკუთარ თავში. ჩემთვის ყველა ტურნირი მნიშვნელოვანია, მეხმარება რომ უკეთესი ვიყო ოფიციალური შეჯიბრებისთვის,წინ ოლიმპიური თამაშებია და ჩემი მიზანია კიდევ ერთხელ მოვხვდე მანდ.მანამდე კი ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატები ჩატარდება, სადაც ვიბრძოლებ რომ უმაღლეს საფეხურზე ავიდე. ძალიან დიდი მადლობა ჩემს გულშემატკივრებს,თქვენ დიდ მოტივაციას მაძლევთ ყოველდღიურად რომ ვიბრძოლო და ვაჯობო საკუთარ თავს.“- განაცხადა ლაშამ.

კომპანია “აჭარაბეთისთვის” მნიშვნელოვანი მიმართულებაა სწორედ ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა. კომპანია მუდმივად ცდილობს გაზარდოს ქართველი სპორტსმენების ცნობადობა, მისცეს მათ შესაძლებლობა გამოავლინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი და იასპარეზონ მნიშვნელოვან შეჯიბრებსა თუ ტურნირებში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...