1 8 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

პირველი დიპლომირებული ავტომექანიკოსები საქართველოში

 

თეგეტა აკადემიაში ავტომექანიკოსების პირველი პროფესიული პროგრამა დასრულდა. 2 წლიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლება კურსის  11-მა მონაწილემ წარმატებით გაიარა და პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი მიიღო. კურსდამთავრებულები პირველი დიპლომირებული ავტომექანიკოსები არიან საქართველოში, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა დაიწყონ საქმიანობა  ავტოტრანსპორტის

ელექტრო და ელექტრონული სისტემების სერვისის მიმართულებით. თითოეულმა დასაქმების შეთავაზება თეგეტა მოტორსისგანაც მიიღო.

პროფესიულ პროგრამაზე „ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთება“ სწავლა პირველმა ნაკადმა  2019 წელს დაიწყო. კურსი დუალური/სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პრინციპზეა აგებული, რაც თეორიულთან ერთად პრაქტიკული ნაწილის თეგეტა მოტორსთან ერთად განხორციელებას გულისხმობს.

სწავლების თეორიული ნაწილი 8 თვეს გრძელდება და კოლეჯის ბაზაზე მიმდინარეობს. პრაქტიკული კომპონენტი კი თეგეტა მოტორსში ხორციელდება, სტაჟირება ანაზღაურებადია. პროგრამა წელიწადსა და რვა თვეს მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ  სტუდენტები თეორიასა და პრაქტიკაში ორკომპონენტიან საკვალიფიკაციო გამოცდას აბარებენ. შედეგად კი პროგრამის მონაწილეები მსუბუქი ავტომობილის შეკეთებაში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის (ელექტრომექანიკოსის)  დამადასტურებელ დიპლომს იღებენ.

„2021 წლის კურსდამთავრებულები ქვეყნის მასშტაბით, პირველი ავტო მექანიკოსები არიან, რომლებმაც პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი, სახელმწიფოს მიერ აღიარებული  დიპლომი მიიღეს. ერთი მხრივ, ეს ფაქტი პატივია თეგეტა აკადემიისთვის და მეორე მხრივ, პროფესიული კომპეტენციის  კუთხით დიდი პასუხისმგებლობაა სისტემურ  დონეზე. თეგეტა ჰოლდინგის, როგორც პასუხისმგებლობიანი კომპანიის მიდგომაა, რომ ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარებას შეუწყოს ხელი, რაც ავტოინდუსტრიაში მეტ კვალიფიციურ კადრს ნიშნავს. თეგეტა აკადემია არ შემოიფარგლება მხოლოდ სწავლების პროცესით და  პროგრამის მონაწილეებს კარიერულ წინსვლაში უწყობს ხელს. წლევანდელი კურსდამთავრებულებთან ცხრას  უკვე აქვს დასაქმების  შეთავაზება თეგეტა მოტორსისაგან“, - ნინო ოხანაშვილი, თეგეტა ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ადამიანური კაპიტალის მართვისა და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით.

თეგეტა აკადემია“ თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, რომელმაც 2019 წელს პროფესიული კოლეჯის სტატუსით,  საგანამანათლებო საქმიანობის განხორციელების უფლება მოიპოვა.

მისი მიზანი პროფესიული განათლების ხელშეწყობა და კონკურენტუნარიანი, საავტომობილო ინდუსტრიისთვის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაა.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...