1 8 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქედის რაიონში ბუტიკ სასტუმრო გაიხსნა

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის საიმედო პარტიორი, პროექტების მხარდაჭერას აგრძელებს. ბანკთან თანამშრომლობით ქედის რაიონში, მერისის თემში, „ეკო ჰაუს მერისმა“ კოტეჯები მოაწყო. პროექტის ჯამური ღირებულება 900,000 ლარს უტოლდება, საქართველოს ბანკის ინვესტიცია კი  200,000 ლარია.

„ეკო ჰაუს მერისი“ მაღალმთიან აჭარაში, ბათუმიდან 50 კმ. მოშორებით მდებარეობს. ბუტიკ სასტუმრო ამჟამად ინდივიდუალურ (2 ადგილიან) და უნივერსალ (4-6 ადგილიან) 6 კოტეჯს აერთიანებს და 20-30 სტუმრის მიღებას უზრუნველყოფს.

„საკუთარი ხარჯებით ავაშენეთ და გავხსენით პირველი კოტეჯი. მან გამოიწვია დიდი გამოხმაურება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენი ბიზნესის გაფართოების მიზნით კი, მივმართეთ საქართველოს ბანკს. სესხისა და რეინვესტირებული ფულადი სახსრების დახმარებით შევძელით კიდევ 4 კოტეჯის აშენება. კოტეჯებიდან მიღებულ მთლიან შემოსავალს მივმართავდით სასტუმროს განვითარებაში და ამის წყალობით ჩვენ შევძელით  მეტი კოტეჯების და რესტორნის აშენება” , - ამბობს ლარისა გავრილიუკ „ეკო ჰაუს მერისის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. „ეს პროექტი, რომელმაც ახალი ტენდენცია შექმნა საქართველოს სასტუმრო ბიზნესსა და ტურიზმში, არ განხორციელდებოდა საქართველოს ბანკის დახმარების გარეშე. უკვე ბევრი მიმდევარი გვყავს და ბევრი აშენებს მსგავს კოტეჯებს  მთებში, მთელს ქვეყანაში. საქართველოს ბანკმა საკუთარი წვლილი შეიტანა არამხოლოდ ჩვენი ბიზნესის, არამედ ტურიზმის განახლებაში კოვიდის რთულ პერიოდში. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბანკს იმისთვის, რომ თავიდანვე გვენდო და ირწმუნა ჩვენი იდეის და სულ მზად არის დახმარებისთვის“,- განაცხადა ლარისა გავრილიუკმა.

კოტეჯებისა და რესტორნის საინტერესო დიზაინი იდეალურად ერწყმის მთის ულამაზეს პანორამულ ხედებს. მისულ სტუმრებს განსატვირთად, ღია ვერანდაზე მოწყობილი ჯაკუზები და ჰამაკებიც დახვდებათ.

„ჩვენს საქმიანობაში ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული. სამომავლოდ, ბიზნესის კიდევ უფრო გაფართოებას ვაპირებთ, შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას  ვგეგმავთ“,- დასძენს დამფუძნებელი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...