2 1 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი მსურველებისთვის სტარტაპ კურსს იწყებს

თიბისი ნებისმიერ მსურველს, ვისაც სტარტაპის დაწყება სურს, სტარტაპ კურსზე ეპატიჟება. კურსის მიზანია ბიზნესის დაწყებით დაინტერესებულ ადამიანებს პროფესიონალებმა ცოდნა და უნარები გაუზიარონ.

სტარტაპის დასაწყებად სპეციფიკური ცოდნა და უნარებია საჭირო, სწორედ ამ საჭიროებების საპასუხოდ შეიქმნა  პროგრამა სტარტაპერის ფარგლებში სტარტაპ კურსი.

კურსის მონაწილეები ინდივიდუალურად მიიღებენ რჩევებს, რეკომენდაციებს და პირადად გაიცნობენ ამ სფეროში წარმატებულ ადამიანებს. კურსის გავლა სტარტაპერებს ახალი სტარტაპ იდეების ფორმირებასა და არსებული იდეების დახვეწაში დაეხმარება.

სტარტაპ კურსზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, საჭიროა მხოლოდ რეგისტრაციის გავლა პროგრამა სტარტაპერზე (https://startuperi.ge/)

კურსი შეეხება სტარტაპის განვითარების საწყის ფაზებს - იდეის გაჩენიდან ინვესტორებთან წარსადგენი ე.წ. pitch-ის მომზადებამდე:

·         სტარტაპ იდეის ფორმირება - დავით მარკოზაშვილი

·         მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტის შექმნა - გიგი ჯანელიძე

·         ბიზნეს მოდელის განსაზღვრა - თორნიკე ჩხაიძე

·         სტარტაპ ფინანსების მართვა - შალვა ახრახაძე

·         ბრენდი და კომუნიკაცია - ნინო ეგაძე

·         ციფრული მარკეტინგი - პავლე გაბრიჭიძე

·         ინვესტიციების მოზიდვა და ფიჩინგი - ლადი გაბუნია

 

ლექციები კვირაში ერთხელ, 12 ოქტომბრიდან ჩატარდება, 19:00 საათზე. დაწვრილებით ინფორმაციას ლექციების და მენტორების შესახებ გაეცანით:  https://bit.ly/Startuperi

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:43

    გაიგე რა შეთავაზებები მოგიმზადათ თიბისი კონცეპტმა ...

    თიბისი კონცეპტმა ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათ სურვილებზე მორგებული და მრავალფეროვანი შეთავაზებები მოუმზადა. მხოლოდ 14 თებერვალს, თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო ბარათით ICI PARIS-სა და Voule...

  • 18:38

    საბურავები, ზეთები, აკუმულატორები და ავტონაწილები ...

    დაბალი ტემპერატურა ავტომობილის დეტალებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, შესაბამისად, მათი დროული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის გადამწყვეტია. კრიტიკულ...

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...