1 8 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალი 14 მარტს კაპიტალის ბაზრის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის სწრაფ განვითარებას, თიბისი კაპიტალი ახალი ინიციატივით პასუხობს და 14 მარტს საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. 

 

კონფერენციის მონაწილე მსოფლიოში წამყვანი ექსპერტები, თიბისი კაპიტალის გუნდთან ერთად, საკუთარ გამოცდილებას, ბაზრის ტენდენციებსა და განვითარების პერსპექტივებს  გააზიარებენ.

 

„თიბისი კაპიტალის, როგორც საქართველოში წამყვანი საინვესტიციო ბანკის მიზანია, ერთ სივრცეში შევკრიბოთ დარგის ექსპერტები, ბაზრის წამყვანი მონაწილეები და საქართველოში კაპიტალის ბაზრის პირველი კონფერენციით, ბაზრის განვითარებას კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი. ასევე, ჩვენი მიზანია, ადგილობრივ მოთამაშეებს საერთაშორისო ბაზარზე არსებული ტენდენციები და გამოცდილება გავუზიაროთ; ვუპასუხოთ ემიტენტებისთვის და ინვესტორებისთვის მნიშვნელოვან შეკითხვებს ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთების დინამიკასთან, ბაზრის მოლოდინებთან, ემისიის პროცესთან და ახალ პროდუქტებთან დაკავშირებით“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

 

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრის წამყვანი მოთამაშეები: J.P. Morgan, Citi, Fidelity Investments, საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, Baker McKenzie, Dentons, BLC Law, Amundi, ADB, EBRD, IFC, ქართველი ემიტენტები და სხვა.

 

ინდივიდუალური გამოსვლებისა და პანელური დისკუსიების ფარგლებში, ისეთი მნიშვნელოვანი თემები დაიფარება, როგორებიცაა:

 

  • გლობალურ კონტექსტში, რეგიონული სავალო კაპიტალის ბაზარი და ამ კონტექსტის საქართველოზე გავლენა.
  • ევრობონდების რეგიონული ბაზრის პერსპექტივები და 2024 წლის მოლოდინები - რამდენადაა ხელსაყრელი დრო ახლა როგორც ობლიგაციების გამოშვებისთვის, ასევე ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტებში ინვესტირებისთვის.
  • თიბისი კაპიტალის კვლევა საქართველოში ობლიგაციების ბაზრის განვითარების ეტაპების, სხვა ქვეყნებთან შედარებისა და 2024 წლის მოლოდინების, ასევე, საქართველოში დაფინანსების ალტერნატიული წყაროების ხელმისაწვდომობის შესახებ.
  • ინსტიტუციური მხარდაჭერა კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის - რა პროგრამები არსებობს და როგორ ხდება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ინვესტიციების მოზიდვა.
  • მდგრადი დაფინანსების გლობალური ტენდენციები - გაზრდილი მოთხოვნა მდგრად პროექტებზე და როგორ უნდა ჩაერთონ ქართული კომპანიები გლობალურ ტენდენციაში.
  • არსებული ემიტენტების წარმატებული გამოცდილება და პრაქტიკული რჩევები ობლიგაციების გამოშვების შესაძლებლობებთან დაკავშირებით.
  • აქტივების მართვის პერსპექტივები საქართველოში - რა არის აქტივების მართვა და რატომ არის ის მნიშვნელოვანი საქართველოში კაპიტალის ბაზრების განვითარებისთვის.
  • კერძო კაპიტალის ინვესტირება საქართველოში - რა ტიპის ინვესტიციები ხორციელდება და რა უნდა გაკეთდეს ინვესტიციების გასააქტიურებლად.
      

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:15

    თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მ...

    კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...

  • 15:07

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მარტში ქალი მეწარმ...

    საქართველოს ბანკისთვის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება და ქალი მეწარმეების ხელშეწყობა ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, Startup Grind-თან ერთად, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, მარტის თვე ქალ მე...

  • 12:53

    თიბისი x გურჯაანის „დელტა“ - პარტნიორობა რეგიონული...

    თიბისი გურჯაანის საკალათბურთო კლუბის - „დელტას“ მხარდამჭერია. პარტნიორობა 2024 წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება, რადგან თიბისისთვის რეგიონული პროექტების მხარდაჭერა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტ...

  • 17:43

    თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის რიგით 28-ე ჯ...

    თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით და კომპანია ისთერნფრომოუშენსის ორგანიზებით, 1-3 მაისს, თბილისი რიგით 28-ე ჯაზფესტივალს მასპინძლობს. როგორც ყოველთვის, წლევანდელი ფესტივალის სტუმრებიც მსოფლიოში წამყვანი ვა...

  • 12:13

    თიბისი კაპიტალმა კაპიტალის ბაზრების შესახებ შეხვედ...

    თიბისი კაპიტალმა, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან - Fitch Ratings-თან და Scope Ratings-თან ერთად, კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებული შეხვედრა ჩაატარა.   შეხვედრაში, სარეიტინგო კომპანიებთან ე...

  • 16:21

    04.04.2025- დან, ყოველი თვის ორმაგ თარიღში, თიბისი...

    თიბისი განაწილება მომხმარებლებისთვის ყოველი თვის ორმაგ თარიღში განსაკუთრებულ შეთავაზებებს აანონსებს. პირველად, დამატებითი სარგებლით ჩაფიქრებული სურვილების ასრულებას, 04/04 რიცხვში, ICR- ის და O...

  • 15:58

    თიბისი კაპიტალის მაკროეკონომიკური განახლება: სავალ...

    პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, უკვე გვაქვს სრული სურათი 2024 წელს უცხოური ვალუტის შემოდინების მთავარი წყაროების შესახებ. გასული წლის განმავლობაში, მთლიანი სავალუტო ...