2 2 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით ახალი Toyota C-HR-ის პრეზენტაცია გაიმართა

9 თებერვალს, თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით „ტოიოტა ცენტრ თეგეტაში“ ახალი C-HR-ის პრეზენტაცია შედგა, ღონისძიება განახლებულ, კონცეპტუალურ შოურუმში გაიმართა.

გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდნენ ტოიოტა კავკასიისა და ტოიოტა ევროპის წარმომადგენლები. „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ იაპონური ბრენდის დილერისა და ავტორიზებული სერვისცენტრის ოფიციალური სტატუსი 2014 წელს მიიღო და მიმდინარე წელს დაარსების ათი წლის იუბილეს აღნიშნავს.

რაც შეეხება განახლებულ C-HR-ს, მისი ყველა ვერსია ჰიბრიდია და მართვის 4 რეჟიმი გააჩნია: ეკო, ნორმალი, სპორტი და Custom, რომელიც გარკვეული პარამეტრების მძღოლის მიერ შერჩევას გულისხმობს. ელეგანტური დიზაინის მქონე მოდელში მონაცემების პროექცირება საქარე მინაზე ხდება, ასევე, განთავსებულია ორი დიდი ზომის სენსორული ეკრანი და საზომ ხელსაწყოთა ციფრული სისტემა, რაც ავტომობილის მართვას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.

ქართველი მომხმარებელი C-HR-ის განახლებული მოდელის გამოცდას მომავალი კვირიდან შეძლებს, მისი ლიზინგით შეძენის შემთხვევაში კი, განსაკუთრებული პირობები იმოქმედებს.

„თიბისი ლიზინგი „ტოიოტა ცენტრ თეგეტას“ ერთგული პარტნიორია, შესაბამისად, ჩვენთვის პატივია ვიყოთ მისი მხარდამჭერი ისეთ არაჩვეულებრივ ინიციატივაში, როგორიც ახალი კონცეპტუალური შოურუმის გახსნა და მოთხოვნადი მოდელის წარდგენაა. სწორედ აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში შევქმენით ლიმიტირებული შეთავაზება, რაც პირველ 10 მომხმარებელს მისცემს საშუალებას შეიძინოს TOYOTA C-HR 2000 ლარამდე ფასდაკლებით და მიიღოს საჩუქრად 2 წლიანი გეგმიური მომსახურება უფასოდ. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული მოდელის ძველი ვერსიებიც დიდი სიყვარულით სარგებლობდა, თუმცა განახლებული ვერსია კიდევ უფრო დიდ მოწონებას დაიმსახურებს.“ - ზურაბ გუგუშვილი, თიბისი ლიზინგის კომერციული დირექტორი.

ინოვაციების დანერგვა „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ უწყვეტი პროცესია. ვცდილობთ, ყველა ის სიახლე, რაც ავტოინდუსტრიაში ჩნდება, ჩვენს სამუშაო პრაქტიკაში მაქსიმალურად მოკლე დროში გადმოვიტანოთ. შედეგად, ტოიოტას პირველი წარმომადგენლები ვართ რეგიონის მასშტაბით, სადაც ახალი კონცეფციის შოურუმი გაიხსნა. განვაახლეთ ინტერიერი და დავამატეთ სამუშაო პლატფორმები სერვისში. მრავალფეროვანია სამოდელო რიგი, ფართოა პროდუქციის არჩევანიც - ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ ავტომობილთან დაკავშირებული ყველა საჭიროება თუ სერვისი ერთ სივრცეშია თავმოყრილი.

 გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე საზოგადოებას ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი Toyota C-HR-ის ახალი მოდელი წარვუდგინეთ. გვსურს,  ავტომობილი მომხმრებლისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ.“ - მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...

  • 11:09

    ZEG Storytelling Festival 13-15 ივნისი ...

    როგორ შეიძლება დაგანახოს ომი  სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...

  • 18:46

    მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...

    ·         საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...

  • 17:15

    თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მ...

    კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...

  • 15:07

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მარტში ქალი მეწარმ...

    საქართველოს ბანკისთვის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება და ქალი მეწარმეების ხელშეწყობა ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, Startup Grind-თან ერთად, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, მარტის თვე ქალ მე...

  • 12:53

    თიბისი x გურჯაანის „დელტა“ - პარტნიორობა რეგიონული...

    თიბისი გურჯაანის საკალათბურთო კლუბის - „დელტას“ მხარდამჭერია. პარტნიორობა 2024 წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება, რადგან თიბისისთვის რეგიონული პროექტების მხარდაჭერა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტ...