სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე დატოვა...
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმ...
|
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კარტოგრაფების საქმეზე მიცემულ12 იანვარს მიცემულ ჩვენებაში მის საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში გამართულ შეხვედრებს იხსენებს. იგი ამ პოსტს 2004 წლის მარტიდან 2005 წლის ოქტომბრამდე იკავებდა.
ამჟამინდელი პრეზიდენტი ყვება, რომ როცა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთ-ერთ შეხვედრაზე საზღვრის ცალკეულ მონაკვეთებზე განსხვავებული პოზიციები მოისმინა, ინფორმაცია იმდროინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გადასცა.
“უშუალოდ არ ვიყავი ჩართული ამ კომისიის საქმიანობის პროცესში. კომისიის გადაწყვეტილებებებზე ზოგადი ხასიათის ინფორმაციას ვიღებდი მხოლოდ მაშინ, როცა იგეგმებოდა შეხვედრა ჩემს აზერბაიჯანელ კოლეგასთან, რომლის გვარიც იყო მამედოვი.
ერთ-ერთი ვიზიტის წინ, როდესაც ინფორმაცია მოვისმინე, აღმოჩნდა, რომ იმ დროისთვის არსებობდა განსხვავებული პოზიციები საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის ცალკეულ მონაკვეთებზე, მათ შორის, დავით გარეჯთან მიმართებით.
ჩემს აზერბაიჯანელ კოლეგასთან მეორედ შეხვედრის დროს, ვინაიდან ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მხარეთა შორის იყო შესათანხმებელ მონაკვეთებზე პოზიციების სხვადასხვაობა და აღნიშნული გარკვეულწილად აფერხებდა დელიმიტაციის პროცესს, დაავაყენე საკითხი, რომ ხსენებული საკითხები მინისტრების დონეზე ვერ გადაწყდებოდა და აუცილებელი იყო გადაწყვეტილება მიღებულ ყოფილიყო ორივე ქვეყნის პირველი პირების მეირ, რაზეც იგი დამეთანხმა.
მე, ჩემის მხრივ აღნიშნულის შესახებ გადავეცი საქართველოს იმჟამინდელ პრეზიდენტს, ჩემთვის უცნობია, გადასცა თუ არა აღნიშნული საკითხი ჩემმა კოლეგამ თავისი ქვეყნის პრეზიდენტს. ჩემთვის ასევე უცნობია, თუ რა რეაგირება მოჰყვა ამ საკითხებს შესაბამისი პირების მხრიდან, ვინაიდან მე ამ შემთხვევიდან მალევე დავტოვე დაკავებული თანამდებობა”, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
გამომძიებლის კითხვაზე, კომისიის წევრებიდან ვინ ასრულებდა კარტოგრაფიულ სამუშაოებს, მათ შორის, სახელმწიფო საზღვრის ხაზის შესათანხმებელი მონაკვეთების სასაზღვრო ხაზის დატანას, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ არ იცის, კომისიაში ვინ რა კუთხით მუშაობდა:
“არ მახსოვს, ვინ იყო კომისიის თავმჯდომარე, მხოლოდ ის მახსოვს, რომ დელიმიტაცია დემარკაციის კომისია ხელმძღვანელობა 1938 წლის ადმინისტრაციული რუკით, რომლის გამოყენებაზეც პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკები შეთანხმდნენ. უშუალოდ რუკის მასშტაბების შესახებ არ ვარ ინფორმირებული. არასდროს მე კომისიის საქმიანობის მუშა პროცესში მონაწილეობა არ მიმიღია და არც რაიმე საკითხი უშუალოდ არ შემითანხმებია”.
ასევე, მას გამომძიებელი ეკითხება, იყო თუ არა ბაქოში 2005 წლის 25-24 მაისს საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრისას, შესაბამის დელეგაციაში, ესწრებოდა თუ არა პრეზიდენტების იმ შეხვედრას, რომელზეც საზღვრის დელიმიტაციის საკითხი განიხილეს და თუ კი, სთხოვს, გააცნოს ამ შეხვედრის დეტალები, მიიღო თუ არა მან რაიმე სახის დირექტივა, მითითება ან დავალება იმჟამინდელი პრეზიდენტისგან, მიხეილ სააკაშვილისგან. ამაზე სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ არ ახსოვს, იყო ესწრებოდა თუ არა მსგავს შეხვედრას:
“მითითებულ თარიღებში არ მახსოვს, ვიყავი თუ არა დასახელებულ შეხვედრაზე, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ იმჟამინდელი პრეზიდენტის მხრიდან რაიმე სახის დავალება აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვრის საკითხებთან დაკავშირებით არ მიმიღია. ასევე, არ მახსენდება ისეთი შეხვედრა, რომელზედაც საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს საზღვრის საკითხზე ესაუბრათ და მე დავსწრებოდი ამ შეხვედრას, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი შეხვედრა ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის გამართულიყო”, – ყვება სალომე ზურაბიშვილი.
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმ...
"შეერთებული შტატები ასანქცირებს ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილს, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების" დამაარსებელსა და საპატიო თავმჯდომარეს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დ...
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. აქტივების გაყინვა და ფინანსური სანქციები. რას გულისხმობს აშშ-ის მიერ ივანიშვილის დასანქცირება &nb...
ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ... მე დარწმუნებული ვარ, რომ მას [სალომე ზურაბიშვილი] ეყოფა გონიერება, რომ არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექს...
ევროკავშირმა “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების ს...
ევროკავშირმა “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების ს...
როგორც უკვე ვთქვი, ბოლო 12 დღის ამბებთან დაკავშირებით, ყველა ოფცია არის მაგიდაზე, ყველაფერი განიხილება, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება. ვნახოთ რას გადაწყვეტენ წევრი სახელმწიფოები, არის ეს ოფცია უვი...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები