პოლიტიკა
სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზიც გამოიყენა
2020-11-08 22:35:06
სპეცდანიშნულების რაზმმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მისულ საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზიც გამოიყენა.
სპეზრაზმი მომიტინგეებს ცესკო-ს შენობასთან მისვლის შესაძლებლობას არ აძლევს. დარბევის შედეგად რამდენიმე ადამიანია დაშავებული.
მომიტინგეებმა ცესკოსთან პარლამენტის შენობიდან გადაინაცვლეს. ისინი კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
კომენტარები