სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე დატოვა...
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმ...
|
კელი დეგნანმა, საქართველოს 2020 წლის არჩევნების შესახებ, აშშ-ის საელჩოსთან ინტერვიუში თქვა, რომ არჩევნები არ არის მოსყიდვა-დაშანტაჟებისთვის.
ელჩმა, ასევე 31 ოქტომბერს მაღალი აქტივობა ისურვა, არჩევნების მეორე დღეს კი, მშვიდი გარემო.
კითხვაზე, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას უჭერს საქართველოს 2020 წლის არჩევნებში აშშ მხარს, კელი დეგნანი პასუხობს: "ქართველ ხალზეა დამოკიდებული, ვინ უნდათ, რომ მათ მართავდეს."
კელი დეგნანმა საარჩევნო დარღვევებზეც ისაუბრა:
"თავისუფალი და სამართლაინი არჩევნებისთვის მნიშვნელოვანია არჩევნების დღეს საარჩევნო პროცესი იყოს უსაფრთხო და სანდო, რომ ხალხმა არჩევნები ლეგიტიმურად მიიჩნიოს. თავისუფალ არჩევნებში არ არის ადგილი ამომრჩევლის დაშინებისა და მოსყიდვისთვის, ხალხის იძულების, რომ სურათი გადაუღონ თავიანთ ბიულეტინებს, ან სამსახურიდან გათავისუფლებით მუქარა და დაწინაურებით მოსყიდვა. თავისუფალი არჩევნები ნიშნავს, რომ ერთი ხმა არის ერთი ადამიანი, ეს არ ნიშნავს ბიულეტინების ჩაყრას და მრავალჯერად ხმის მიცემას, არც გაყალბებას გამარჯვებისთვის. ვფიქრობ, ქართველი ხალხი შემოგვიერთდება, რომ ყურადღებით დავაკვირდეთ პროცესს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ქართველ ხალხს შეუძლია მაღალი ხარისხის არჩევნების ჩატარება, ამას ქართველი ხალხი იმსახურებს", - ამბობს კელი დეგნანი
კელი დეგნანმა ინტერვიუში თქვა, რომ ინდივიდების პოლიტიკის გამო, საქართველო ორ ნაწილადაა გაყოფილი, მსგავსი პოლარიზაცია კი რუსეთის მსგავს არაკეთილსინდისიერ აგენტებს ხელს უწყობს ქვეყანაში დაპირისპირების შესაქმნელად.
"ჩვენ დავეხმარებით საქართველოს ააშენოს ძლიერი, ერთიანი, დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, ეს ჩვენი საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის პირობაა. მინდა ვნახო საქართველოს არჩევნებზე კანდიდატები, რომლებიც ხსნიან, თუ როგორ შეასრულებენ ამომრჩეველთა პრიორიტეტებს, როგორიცაა სამუშაო ადგილების შექმნა და ზრდის სტიმულირება. ვისურვებდი დასრულდეს ინდივიდების პოლიტიკა, რომელიც საქართველოს ორ ნაწილად ყოფს და გზას უხსნის რუსეთსა და სხვა არაკეთილსინდისერ აგენტებს, რომ დათესონ დაპირისპირება და დაბნეულობა ქვეყანაში. მსურს, ვნახო მშვიდი და წყნარი გარემო არჩევნების მეორე დღეს. მინდა, ამ შაბათს ქართველი ხალხის მაღალი საარჩევნო აქტივობა ვიხილო", - ამბობს აშშ-ის ელჩი საქართველოში.
არჩევნების კოვიდ პანდემიის პირობებში ჩატარებასთან დაკავშირებით, კელი დეგნანმა ხალხს მოუწოდა, ატარონ ნიღაბი, დაიცვან სოციალური დისტანცია და მივიდნენ არჩევნებზე. მანვე თქვა, რომ ამ მიმართულებით მისია მუშაობს ცესკოსთანაც. "აშშ-ს ნამდვილად უნდა ეს არჩევნები უსაფრთხოდ ჩატარდეს და ყველამ შეძლოს ხმის მიცემა. ამ არჩევნების წარმატება ქართველ ხალხსა და მთავრობაზეა დამოკიდებული. " - ამბობს კელი დეგნანი.
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმ...
"შეერთებული შტატები ასანქცირებს ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილს, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების" დამაარსებელსა და საპატიო თავმჯდომარეს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დ...
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. აქტივების გაყინვა და ფინანსური სანქციები. რას გულისხმობს აშშ-ის მიერ ივანიშვილის დასანქცირება &nb...
ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ... მე დარწმუნებული ვარ, რომ მას [სალომე ზურაბიშვილი] ეყოფა გონიერება, რომ არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექს...
ევროკავშირმა “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების ს...
ევროკავშირმა “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების ს...
როგორც უკვე ვთქვი, ბოლო 12 დღის ამბებთან დაკავშირებით, ყველა ოფცია არის მაგიდაზე, ყველაფერი განიხილება, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება. ვნახოთ რას გადაწყვეტენ წევრი სახელმწიფოები, არის ეს ოფცია უვი...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები