სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე დატოვა...
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმ...
|
"ლელოს“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგი გამართა და პარტიის სახელით ბოლო დროს, განსაკუთრებით დღის განმავლობაში მომხდარ იმ მუქარასა და დაპირისპირებას გამოეხმაურა, რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან და მისი ხელდასხმით ხორციელდება.
ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, „ქართული ოცნება“ ღია ძალადობრივ კამპანიას აწარმოებს “ლელოს“, მისი ლიდერებისა და აქტივისტების წინააღდეგ. დღეს საიას მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში მოცემული მხოლოდ სტატისტიკაც კი ადასტურებს, რომ მთავარი ობიექტი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ებრძვის, რადგან მზარდ რეალურ ოპონენტად აღიქვამს, „ლელოა“.
საიას ანგარიშში ნახსენებია, რომ ძალადობის ყველაზე მეტი ფაქტი პარტია “ლელოს” წინააღმდეგ ფიქსირდება.
„აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ ღია ძალადობრივ კამპანიას აწარმოებს “ლელოს“, მისი ლიდერებისა და აქტივისტების წინააღმდეგ. ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, საქართველოს სხვადახვა რეგიონში სამი ფაქტი დაფიქსირდა. ქობულეთში დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობაც „ლელოს“ წარმომადგენელზე; ღია მუქარა განხორციელდა ადგილობრივი ზონდერის მხრიდან ჩვენი გუნდის წევრზე სამეგრელოში. გახშირებულია ტენდენცია, როდესაც “ლელოს” საარჩევნო პლაკატებზე საკუთარ პლაკატებს აკრავენ, რადგან მათ ეშინიათ ნათელი სახეებისა და ნათელი ფერის. ყველა ეს შემთხვევა არის ხელისუფლების მხრიდან წახალისებული, რაც მიუღებელი მეთოდებით პოლიტიკურ ბრძოლას გულისხმობს. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს ძალადობრივი, დაშინებასა და მუქარაზე ორიენტირებული კამპანია. თითოეული „ლელოელი“, რომელსაც დაემუქრებით, მთელი გუნდის მიერ იქნება დაცული. არ შევეგუებით ჩვენი არცერთი წევრისა და მხარდამჭერის დაშინებას,“-აცხადებს ნაცვლიშვილი.
„ლელოს“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს მოუწოდა, თავი შეიკავონ უკანონო პოლიტიკური დაკვეთის შესრულებისგან.
„კატეგორიულად ვაფრთხილებ ყველა სახელმწიფო უწყების წარმომადგენელს, ნუ შეასრულებთ უკანონო პოლიტიკურ დაკვეთას. სულ რამდენიმე დღე რჩება და გაუფრთხილდით საკუთარ და პროფესიულ ღირსებას, ნუ გადააყოლებთ "ქართული ოცნების“ ბინძურ პოლიტიკურ თამაშებს საქართველოს და მის ინტერესებს,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმ...
"შეერთებული შტატები ასანქცირებს ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილს, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების" დამაარსებელსა და საპატიო თავმჯდომარეს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დ...
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. აქტივების გაყინვა და ფინანსური სანქციები. რას გულისხმობს აშშ-ის მიერ ივანიშვილის დასანქცირება &nb...
ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ... მე დარწმუნებული ვარ, რომ მას [სალომე ზურაბიშვილი] ეყოფა გონიერება, რომ არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექს...
ევროკავშირმა “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების ს...
ევროკავშირმა “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების ს...
როგორც უკვე ვთქვი, ბოლო 12 დღის ამბებთან დაკავშირებით, ყველა ოფცია არის მაგიდაზე, ყველაფერი განიხილება, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება. ვნახოთ რას გადაწყვეტენ წევრი სახელმწიფოები, არის ეს ოფცია უვი...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები