სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე დატოვა...
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმ...
|
შპს „დელუქს-ისნის“ ხელმძღვანელებს მოქალაქეების კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების მოტყუებით, ჯგუფურად დაუფლების და მითვისების ფაქტზე ბრალდება წარედგინა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავარი პროკურატურა ავრცელებს:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2017 წლის 30 ნოემბერს თ.ზ.-მ დააფუძნა შპს "დელუქს ისანი", რომლის საქმიანობას წარმოადგენდა სამშენებლო ბიზნესი. თ.ზ.-მ 2018 წლის დასაწყისში დაიწყო ქ. თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინის მშენებლობა. თ.ზ.-მ და ლ.ს.-მ 2018 წლის იანვარში, შპს "დელუქს-ისნის" მთლიანი ქონება დატვირთეს პირველი რიგის იპოთეკით. ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, თ.ზ.-მ, ლ.ს.-მ და ლ.ბ.-მ სხვადასხვა მოქალაქესთან გააფორმეს უძრავი ნივთის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებები და დაარწმუნეს ისინი, რომ უძრავი ქონება ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო იყო, რაც წერილობით ხელშეკრულებებშიც მიუთითეს. სინამდვილეში მოქალაქეებთან ხელშეკრულების გაფორმების დროს, აღნიშნული ქონება უკვე იყო პირველი რიგის იპოთეკით დატვირთული. ამასთანავე, მეტი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, 2018 წლის ოქტომბრიდან თ.ზ.-მ და ლ.ს.-მ უძრავი ქონება დატვირთეს მეორე რიგის იპოთეკით, რის შედეგადაც, მათ მეორე რიგის იპოთეკარებთან გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ვადები დაარღვიეს. თ.ზ.-მ პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით, კომპანია შპს "დელუქს-ისანი" თავის მეგობარ თ.ჯ.-ზე გაასხვისა.
შპს "დელუქს-ისნის" ახალმა დირექტორმა თ.ჯ.-მ მინდობილობა გაუფორმა ა.ა,-ს, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში სხვადასხვა მოქალაქესთან აფორმებდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებებს, რა დროსაც ერთი და იმავე ბინებს ასხვისებდა, ზოგიერთ სართულზე კი ყიდდა იმაზე მეტ ბინას, ვიდრე რეალურად კომპანიას გააჩნდა. აღნიშნული ქმედებით ა.ა. მოტყუებით დაეუფლა მოქალაქეთა კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს, ხოლო შპს "დელუქს ისნის" დირექტორმა თ.ჯ.-მ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა საზოგადოების კუთვნილი 336 820 ლარი.
სამართალდამცველებმა თ.ზ., ლ.ს. თ.ჯ. და ლ.ბ. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე 27 და 28 აგვისტოს დააკავეს.
პროკურატურამ თ.ზ.-ს, ლ.ს.-ს და ლ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (თაღლითობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით) და თ.ჯ.-ს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით (მითვისება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარუდგინა. ა.ა.-ს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (თაღლითობა დიდი ოდენობით) 2020 წლის 11 ივლისს და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.
პროკურატურა ბრალდებულების - თ.ზ.-ს, ლ.ს.-ს, თ.ჯ.-ს და ლ.ბ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს დღესვე მიმართავს," - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმ...
"შეერთებული შტატები ასანქცირებს ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილს, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების" დამაარსებელსა და საპატიო თავმჯდომარეს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დ...
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. აქტივების გაყინვა და ფინანსური სანქციები. რას გულისხმობს აშშ-ის მიერ ივანიშვილის დასანქცირება &nb...
ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ... მე დარწმუნებული ვარ, რომ მას [სალომე ზურაბიშვილი] ეყოფა გონიერება, რომ არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექს...
ევროკავშირმა “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების ს...
ევროკავშირმა “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების ს...
როგორც უკვე ვთქვი, ბოლო 12 დღის ამბებთან დაკავშირებით, ყველა ოფცია არის მაგიდაზე, ყველაფერი განიხილება, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება. ვნახოთ რას გადაწყვეტენ წევრი სახელმწიფოები, არის ეს ოფცია უვი...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები