სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე დატოვა...
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმ...
|
ირაკლი კობახიძემ იმ კანონპროექტზე ისაუბრა რომლის მიხედვითას 2020 წლის არჩევნები გარკვეული შეზღუდვებით ჩატარდება,
„საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით გვაქვს მნიშვნელოვანი ცვლილებები, პერიმეტრში სააგიტაციო მასალების განთავსება იკრძალება, ასევე იკრძალება 25 - მეტრიან რადიუსში ადამიანის შეფერხება. აქ გვაქვს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ადამიანის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება იზღუდება ნებისმიერი სახით, მაგალითად, თუ ამომრჩეველს შეაფერხებთ თუნდაც იმისთვის, რომ ჰკითხოთ ვის აძლევს ხმას, ეს იქნება უკვე დარღვევა.
ასევე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრევენციის კუთხით არის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რეგულაციები, რომელიც ვრცელდებოდა საჯარო მოხელეებზე, გავრცელდება მაგალითად, ბაღებისა და სკოლების აღმზრდელებსა და პედაგოგებზე, ამ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი ცვლილებები. საარჩევნო დავების განხილვას რაც შეეხება, ვადები ზუსტდება და იცვლება, რაც არის მნიშვნელოვანი. ასევე, გენდერულ კვოტებს ითვალისწინებს ახალი კანონპროექტი, ამჯერზე ყოველი მეოთხე და 2028 წელს გადავალთ ყოველ მესამეზე, ხოლო თვითმმართველობის არჩევნების დროს ყოველი მეორე იქნება სავალდებულო გენდერული კვოტა",- განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება პარტიების დაფინანსების წესს, ის დამოკიდებული იქნება პარტიის მიერ მოპოვებულ ხმათა რაოდენობაზე. 50 000 ხმის ფარგლებში, პარტია ხმაზე 15 ლარს მიიღებს, ხოლო 50 000 ხმის ზევით - 5 ლარს.
„დგინდება პარტიების დაფინანსების სრულიად ახალი წესი, რომელიც ეფუძნება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას და სამართლიანად გადანაწილდება ფინანსები პოლიტიკურ პარტიებს შორის. პარტიების დაფინანსების მოქმედი წესი ვერ უძლებდა ვერანაირ კრიტიკას, იყო აბსოლუტურად გაუგებარი და ირაციონალური სისტემა. ჩვენ გადავდივართ მარტივი დაფინანსების სისტემაზე, რომლის მიხედვითაც პარტიის მიერ მისაღები დაფინანსება მიბმული იქმება პირდაპირ მიღებულ ხმებზე. იმისათვის, რომ საბაზისო კომპონენტი შევინარჩუნოთ და მცირე პარტიებს ეს წაახალისებს, გვაქვს 50 000 - იანი დათქმა - პირველი 50 000 ხმისთვის პოლიტიკური პარტია იღებს 15 ლარს (თითო ხმაზე), შესაბამისად თუ პარტია მიიღებს ზუსტას 50 000 ლარს, მას ექნება გარანტირებული 750 000 - ლარიანი წლიური დაფინანსება. ამის ზევით უკვე თითოეული ხმისთვის განკუთვნილია 5 ლარი. ანუ მცირე პარტიებს ეძლევათ საბაზისო დაფინანსება, რაც არის მილიონამდე გენდერული დანამატის ჩათვლით, მილიონზე მეტიც შეიძლება იყოს. შემდეგ სხვა პარტიებს ეძლევათ ნაკლები თანხა, ეს გამიზნულია იმისათვის, რომ მცირე პარტიებს მიეცეთ მეტი შანსი მსხვილ პარტიებთან შედარებით,"- განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, მკაცრდება ასეცე, ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებული რეგულაციებიც.
„პროექტით გათვალისწინებულია სისხლის სამართლის სანქცია 100 ლარზე ქვევითაც, დღეს სანქცია მოქმედებს 100 ლარზე ზევით მოსყიდვაზე. სიძულვილის ენას რაც შეეხება, აქ გვინდოდა უფრო მკაფიო რეგულაციების ჩაწერა, თუმცა, ამის წინააღმდეგ წავიდნენ ოპოზიციური პარტიები და უარი ითქვა აქ რაიმეს დაზუსტებაზე. ეს პროექტი მთლიანად შესაბისობაშია ეუთო/ოდირის რეკომენდაციებთან, ეს პაკეტი უზრუნველყოფს იმას, რომ არჩევნები ჩატარდება თავისუფალ და სამართლიან გარემოში,"- აცხადებს კობახიძე.
ცნობისათვის, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით განიხილავენ.
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმ...
"შეერთებული შტატები ასანქცირებს ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილს, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების" დამაარსებელსა და საპატიო თავმჯდომარეს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დ...
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. აქტივების გაყინვა და ფინანსური სანქციები. რას გულისხმობს აშშ-ის მიერ ივანიშვილის დასანქცირება &nb...
ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ... მე დარწმუნებული ვარ, რომ მას [სალომე ზურაბიშვილი] ეყოფა გონიერება, რომ არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექს...
ევროკავშირმა “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების ს...
ევროკავშირმა “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების ს...
როგორც უკვე ვთქვი, ბოლო 12 დღის ამბებთან დაკავშირებით, ყველა ოფცია არის მაგიდაზე, ყველაფერი განიხილება, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება. ვნახოთ რას გადაწყვეტენ წევრი სახელმწიფოები, არის ეს ოფცია უვი...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები