სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე დატოვა...
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმ...
|
მე არ მინდა წარსულში დაბრუნება, მინდა მომავლისკენ ვიაროთ და სწორედ ამისთვის ამზადებს “ლელო” კანდიდატებს. თუმცა, იქნება თუ არა გიორგი მარგველაშვილი სიაში, ამას აუცილებლად გავასაჯაროვებთ”- “ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის - გიორგი მარგველაშვილის პარტიაში შესაძლო გაწევრიანებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ინტერესების თანხვედრის გამო გიორგი მარგველაშვილთან მოლაპარაკებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს რიგით მეოთხე პრეზიდენტი, “ლელოს” ლიდერისთვის უცნობია. თუმცა, ღიად აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილმა მათ პოლიტიკურ ძალას ნდობა გამოუცხადა.
“ პირადად მე შევხვდი და მოლაპარაკება მქონდა გიორგი მარგველაშვილთან და რა შედეგს მივიღებთ, ამას აუცილებლად გავასაჯაროებთ. ამ
შემთხვევაში მეორეხარისხოვანია სიის რიგითობაზე საუბარი. მთავარი იმ ინტერესთა თანხვედრაა, რომელიც “ლელოს” ლიდერებსა და გიორგი მარგველაშვილს შორის არსებობს. ეს არის ეროვნული იდეის გარშემო გაერთიანება, რაც ქვეყნის ეკონომიკური აღორძინების დაწყებას დააჩქარებს. ჩვენ ვხედავთ, როგორ უნდა გამოვიყვანოთ ჩვენი ქვეყანა მძიმე მდგომარეობიდან,”-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ხოლო ქვეყნის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანის ერთადერთ გზად მამუკა ხაზარაძე “ლელოს” წარმატების ფორმულას მიიჩნევს.
“ყველა ის გუნდი, რომელიც 29 წლის მანძილზე ნულიდან შევქმენით, დღესაც არსებობს და არცერთი არ დაშლილა. ეს არის ჩვენი წარმატების ფორმულა. მნიშვნელოვანია შექმნა სისტემა, შემდეგ აღმოფხვრა მისი ნაკლოვანებები და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ სისტემაში მოექცევა, ვერ ჩაიდენს მსგავს საქციელს, რასაც ადგილი აქვს და ჰქონია სხვადასხვა მთავრობის დროს,”-განმარტა ხაზარაძემ.
“ლელოს” ლიდერმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმ კონკრეტულ საკითხზე, რომელიც გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის დროს გაიარა და აღნიშნა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ხედვა "ქართული ოცნების” მმართველობიდან ჩამოშორებაზე "ლელოს" ხედვას ემთხვევა.
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმ...
"შეერთებული შტატები ასანქცირებს ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილს, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების" დამაარსებელსა და საპატიო თავმჯდომარეს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დ...
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. აქტივების გაყინვა და ფინანსური სანქციები. რას გულისხმობს აშშ-ის მიერ ივანიშვილის დასანქცირება &nb...
ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ... მე დარწმუნებული ვარ, რომ მას [სალომე ზურაბიშვილი] ეყოფა გონიერება, რომ არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექს...
ევროკავშირმა “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების ს...
ევროკავშირმა “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების ს...
როგორც უკვე ვთქვი, ბოლო 12 დღის ამბებთან დაკავშირებით, ყველა ოფცია არის მაგიდაზე, ყველაფერი განიხილება, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება. ვნახოთ რას გადაწყვეტენ წევრი სახელმწიფოები, არის ეს ოფცია უვი...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები