სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე დატოვა...
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმ...
|
„ზესტაფონში არის კორუფცია, რომელსაც უკან უდგას უდიდესი კლანი და მას მთავრობა ხელს აფარებს“-ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ზესტაფონის ოფისის გახსნისას განაცხადა.
„ლელოს“ ლიდერმა ადგილობრივ მოსახლეობას მიმართა და დაპირდა, რომ ქალაქში იმ კორუფციას დაასრულებს, რომლითაც მხოლოდ ერთეული ოჯახები ითბობენ ხელს.
„ ჩვენ არ გვაქვს მისათვისებელი ქვეყანა, რომელსაც დღეს მაფიოზური კლანები ითვისებენ. მოღალატე მთავრობის ადგილი ქვეყნის სათავეში არ არის.
ის ქმედებები, რაც ზესტაფონში ბიზნესის სახელსაა ამოფარებული, ბიზნესი არ არის. მე და ბადრის წლების განმავლობაში სხვანაირად გვაქვს საქმე გაკეთებული, სხვა სახის ბიზნესი გვაქვს შექმნილი, სადაც ადამიანი დაცული იყო, სადაც მას ჰქონდა ყველა ის პირობა, რომელიც ღირსეული შრომის უფლებას აძლევდა.
ამ მაფიამ კი ე.წ ჰიბრიდი გააკეთა, გააერთიანა კერძო, სახელმწიფო და დროებითი მმართველობა, მხოლოდ იმიტომ, რომ ზესტაფონიდან მიღებული თანხები ერთეულების ოჯახებში გადანაწილებულიყო. ჩვენ ამ მიდგომას ძირფესვიანად შევცვლით. ბიძინა ივანიშვილს, მამაცაშვილებს ფარცხალაძეებს და მაფიის სხვა წევრებს იმ საქართველოს, რომელიც ჯიბეში ჩაიდეს, ამოვუღებთ ჯიბიდან,“-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
„ლელომ“ ქალაქ ზესტაფონში რიგით 22-ე წარმომადგენლობა გახსნა. პარტიის ლიდერები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მათთან ერთად ყველა ის საკითხი გაიარეს, რომელიც რეგიონს აწუხებს და რისი მოგვარებაც არჩევნების შემდეგ პრიორიტეტია ადგილობრივებისთვის.
„ზესტაფონელები პოზიტიურად დაგვხვდნენ და მათი მხრიდან ნამდვილად იგრძნობა მოტივაცია. მოტივაცია კი ოქტომბრიდან ახალი ცხოვრების დაწყებას გულისხმობს, რომელსაც „ლელოსთან“ ერთად დაიწყებენ. „ლელო საქართველოსთვის" იქნება ავანგარდში და საქართველოში დაიწყება აღმშენებლობა, რაც თავისთავად სიღარიბისა და უმუშევრობის დამარცხებას გულისხმობს. იმ რეფორმების საფუძველზე კი, რომელიც ჩვენს პარტიას გააჩნია, ქართველი ადამიანი დადგება ფეხზე. ეს არის ჩვენი გამოწვევა და მიზანი, რომელსაც განვახორციელებთ,“-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ამასთან, „ლელოს“ ლიდერმა მოსახლეობას ერთი იდეის გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდა, რომელიც შექმნის ჯანსაღ სახელმწიფოს. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ოქტომბრიდან დაიწყება ქვეყნის აღმშენებლობისთვის ბრძოლა და ამ ბრძოლის სათავეში „ლელო“ იდგება.
R
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმ...
"შეერთებული შტატები ასანქცირებს ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილს, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების" დამაარსებელსა და საპატიო თავმჯდომარეს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დ...
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. აქტივების გაყინვა და ფინანსური სანქციები. რას გულისხმობს აშშ-ის მიერ ივანიშვილის დასანქცირება &nb...
ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ... მე დარწმუნებული ვარ, რომ მას [სალომე ზურაბიშვილი] ეყოფა გონიერება, რომ არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექს...
ევროკავშირმა “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების ს...
ევროკავშირმა “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების ს...
როგორც უკვე ვთქვი, ბოლო 12 დღის ამბებთან დაკავშირებით, ყველა ოფცია არის მაგიდაზე, ყველაფერი განიხილება, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება. ვნახოთ რას გადაწყვეტენ წევრი სახელმწიფოები, არის ეს ოფცია უვი...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები