სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე დატოვა...
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმ...
|
ჭიათურაში იმყოფებოდნენ “ლელოს" რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელები, ლიდერები და წევრები, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ, ისაუბრეს მნიშვნელოვან და პრობლემურ საკითხებზე და მათი მოგვარების გზებზეც.
“ლელოს” ლიდერებმა
ადგილობრივებს პარტიის სამომავლო გეგმებიც გაანდეს და მომავალში რეგიონის როლზეც გაამახვილეს ყურადღება.
”ჭიათურა არასწორი ბიზნესპოლიტიკის მსხვერპლია.
ის, რაც რეგიონში ხდება, უნდა დასრულდეს. მოსახლეობისთვის პერსპექტივის წართმევა და ღირსების აყრა არის დანაშაული, რომელსაც სათავეში მძარცველური ბიზნესი უდგას. ეს არის ქალაქის ძარცვა და ამას არ შევეგუებით, რასაც ოქტომბერში დიდი გამარჯვებით შევცვლით. ეს ქვეყანა სხვანაირი ცხოვრების ღირსია. ქვეყანა, რომელსაც უდიდესი პოტენციალი აქვს, ასე არ უნდა პარტახდებოდეს.”- მამუკა ხაზარაძე.
“მილიონები გაედინება რეგიონისკენ და მხოლოდ ერთეულები იღებენ სარგებელს. მოსახლეობა კი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. წლებია, დამოუკიდებლად ვიბრძვი ჩემი ქალაქის უკეთესი მომავლისთვის. მოხარული ვარ, რომ ამ ბრძოლას დღეს ლელოსთან ერთად გავაგრძელებ.”- დავით ჭუმბურიძე.
“ეს არის დღე, როდესაც უნდა დავიწყოთ ცვლილებები ამ ქვეყანაში. ის, რასაც ჩვენ ვამბობთ, არ არის მხოლოდ საარჩევნო დაპირება. საჭიროა, სტანდარტი დავამკვიდროთ ქვეყანაში, რომელიც მხოლოდ ერთი კაცის იმედზე დარჩენას კი არა, საერთო ძალებით ცვლილებებს გულისხმობს.”-ბადრი
ჯაფარიძე.
"ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფო, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს დაიცავს სიკვდილისგან, ჩაგვრისგან, დაცინვისა და მოტყუებისგან. სახელმწიფო არის დაცული ადამიანი, რომელსაც უნდა საკუთარი ქვეყნის მშნებლობაში მიიღოს მონაწიოლეობა. “ ლელო” დაუღალავად შრომობს იმისთვის, რომ ჭიათურამ და მთელმა საქართველომ გაიგოს გამარჯვების ფასი. ჩვენ შევქმნით სახელმწიფოს, რომელიც თითოეული თქვენგანის იქნება, ერთი მაღაროელი რომ მარცხდება, ერთი მეშახტე რომ ვეღარ ბრუნდება სახლში ამ დროს ფეხზე უნდა დადგეს ქვეყანა, სახელმწიფო და საზოგადოება. ჩვენ ამ მიმდგომას დავამკვიდრებთ.”- ანა ნაცვლიშვილი.
“თითოეული დაღუპული მაღაროელი არის ჩვენი ტკივილი. ამ ადამიანებს გვართმევდა ეს სისტემა და დღემდე ვერ ვიპოვეთ სამართალი. დღეს უნდა გადავდოთ გათითოკაცება და ერთიანობაზე დავიწყოთ საუბარი. ეს ერთიანობა კი “ლელო საქართველოსთვისაა.”-ირაკლი კუპრაძე.
”ჭიათურის ბიუჯეტის დიდი ნაწილი იხარჯება არა მოსახლეობაზე, არამედ ჩინოვნიკებზე, რომლებიც არაფერს არ აკეთებენ რეგიონისთვის. 20 მლნ. ლარიდან მხოლოდ 2 მლნ. იხარჯება სოციალურ პროექტებზე. ეს არის ყაჩაღობა და ამ ყაჩაღობას “ლელო” დაასრულებს.”- გიგლა მიქაუტაძე.
”2020 წლის არჩევნებში უნდა გაიმარჯოს ძალამ, რომელიც ძირეულად შეცვლის გაჩერებულ ქვეყანას და გავაჩენთ ახალ იმედს. თითოეული ქართველი იმსახურებს ნათელ
მომავალს და ამ საქმეს ვერ გადავდებთ. მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, თუმცა ვერ ვაშენებთ მდიდარ ქვეყანას, რადგან მაფიოზური კლანები ანაცვლებენ ერთმანეთს. ეს მმართველობა დასრულდება ოქტომბერში,”- თაზო დათუნაშვილი.
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმ...
"შეერთებული შტატები ასანქცირებს ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილს, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების" დამაარსებელსა და საპატიო თავმჯდომარეს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დ...
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. აქტივების გაყინვა და ფინანსური სანქციები. რას გულისხმობს აშშ-ის მიერ ივანიშვილის დასანქცირება &nb...
ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ... მე დარწმუნებული ვარ, რომ მას [სალომე ზურაბიშვილი] ეყოფა გონიერება, რომ არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექს...
ევროკავშირმა “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების ს...
ევროკავშირმა “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების ს...
როგორც უკვე ვთქვი, ბოლო 12 დღის ამბებთან დაკავშირებით, ყველა ოფცია არის მაგიდაზე, ყველაფერი განიხილება, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება. ვნახოთ რას გადაწყვეტენ წევრი სახელმწიფოები, არის ეს ოფცია უვი...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები