სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე დატოვა...
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმ...
|
პარლამენტის თავმჯდომარემ ჯანდაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეებს ახალი საკანონდებლო ცვლილებების პაკეტის დაჩქარებული წესით შემუშავება დაავალა, რომელიც მოქალაქეების მიერ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარებისა და სხვა უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმებს ითვალისწინებს.
როგორც მან ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ჯარიმების ოდენობები უნდა იყოს გონივრული, უნდა ჰქონდეს მას პრევენციული ეფექტი და ამავე დროს მოქალაქეებს ის დამატებით სოციალურ პრობლემებს არ უნდა უქმნიდეს.
"განსაკუთრებული აქცენტი სახელმწიფოს მხრიდან კეთდება გადაზიდვაში მონაწილე მძღოლების შემოწმებაზე. მაქსიმალურად ყველა მძღოლი, რომელიც საზღვარს კვეთს, მოწმდება კოვიდ ინფექციაზე. არაერთი მათგანი არის გადაყვანილი კარანტინში და დამატებით შემოწმებას გადის. შესაბამისად, ეს საფრთხე, როგორც ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით არსებული საფრთხე, ახლა სათანადო ყურადღების ქვეშა არის და სრულ კონტროლქვეშაა. მეორე საკითხი, რაზეც მინდოდა მესაუბრა, ეს არის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. მინდა ჯანდაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეებს ვთხოვო, რომ დაჩქარებულ რეჟიმში დაიწყონ მუშაობა და რაც შეიძლება მოკლე დროში შეიმუშავონ საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც უკავშირდება მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების ადმინისტრირებას. კერძოდ, გახსოვთ, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს გვქონდა საკმაოდ მაღალი ჯარიმები დაწესებული, რომელიც უკვე საგანგებო მდგომარეობის ამოწურვის შემდეგ ვეღარ ჩაითვლება პროპორციულად, ყოველდღიური გამოყენებისთვის, საჭიროა უფრო რაციონალური ჯარიმების შემოტანა, ახალი ზომების განსაზღვრა იმისთვის, რათა შესაბამის სამსახურებს უკვე ყოველდღიურ რეჟიმში მიეცეთ საშუალება, რომ ასეთ დარღვევებზე რეაგირება მოახდინონ. ეს ოდენობები უნდა იყოს გონივრული, უნდა ჰქონდეს მას პრევენციული ეფექტი და ამავე დროს მოქალაქეებს ის დამატებით სოციალურ პრობლემებს არ უნდა უქმნიდეს. ამიტომ გთხოვთ, რაც შეიძლება დაჩქარებულ ტემპში მიიღოთ ეს ცვლილებები, რომ მთავრობას მიეცეს ადმინისტრირების შესაძლებლობა. ეს დარღვევები არ არის დარღვევები, რომელიც ერთ მოქალაქეს უკავშირდება, ვინც შეიძლება ეს წესები დაარღვიოს. ასეთი ტიპის დარღვევები წესებისა და რეკომენდაციების უკავშირდება სხვა ბევრი მოქალაქის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს და ქმნის მცირე ეპიდემიოლოგიური გართულებების საფრთხეს, რაც მათ შორის ბოლო ერთი კვირის განმაცლობაშიც გვქონდა სახეზე. ამიტომ მნიშვნელოვანია ამის ადმინისტრირების კუთხით შევქმნათ სამართლიანი და ეფექტური საკანონმდებლო რეგულაციები," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმ...
"შეერთებული შტატები ასანქცირებს ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილს, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების" დამაარსებელსა და საპატიო თავმჯდომარეს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დ...
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. აქტივების გაყინვა და ფინანსური სანქციები. რას გულისხმობს აშშ-ის მიერ ივანიშვილის დასანქცირება &nb...
ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ... მე დარწმუნებული ვარ, რომ მას [სალომე ზურაბიშვილი] ეყოფა გონიერება, რომ არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექს...
ევროკავშირმა “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების ს...
ევროკავშირმა “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების ს...
როგორც უკვე ვთქვი, ბოლო 12 დღის ამბებთან დაკავშირებით, ყველა ოფცია არის მაგიდაზე, ყველაფერი განიხილება, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება. ვნახოთ რას გადაწყვეტენ წევრი სახელმწიფოები, არის ეს ოფცია უვი...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები