სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე დატოვა...
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმ...
|
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „სოლიდარობის კვლევაში“, რითაც კორონავირუსზე პრეპარატ „რემდესივირს“ გამოცდიან, საქართველო ანტივირუსული პრეპარატების გამოყენების „ძალიან კარგი გამოცდილების“ მიხედვით შეირჩა.
როგორც გამყრელიძემ განაცხადა, ქართველ პაციენტებს „რემდესივირით“ შემთხვევითი შერჩევის შედეგად უმკურნალებენ, თუ მათთან პრეპარატის დანიშვნის საჭიროება იქნება. მისივე განმარტებით, პრეპარატი კორონავირუსით დაავადებულ მხოლოდ მძიმე პაციენტებს დაენიშნებათ.
„ძალიან დიდი აჟიოტაჟია ატეხილი „რემდესივირთან“ დაკავშირებით. ეს პრეპარატი შექმნილია 2015 წელს კომპანია „გილიადის“ მიერ, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონცერნი და ყველაზე დიდი კომპანია ანტივირუსული პრეპარატების წარმოებაში. ის შეიქმნა ებოლას ეპიდემიის დროს დასავლეთ აფრიკაში 2014-15 წლებში და გამოიყენებოდა ებოლას დროს.
შემდეგ ეს პრეპარატი გამოიყენეს ჩინეთში, როდესაც იანვარ-თებერვალ-მარტში დიდი ეპიდაფეთქება იყო უხანში. ყველაზე მეტი გამოცდილება ამ პრეპარატის გამოყენების ჩინელებს აქვთ. დღეს ეს პრეპარატი გამოიყენება ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ხელმისაწვდომია. ხაზს ვუსვამ, ჯერჯერობით ის, რომ არსებობდეს მყარი მტკიცებულებები და კვლევები, რომ რემდესივირს განსაკუთრებული როლი აქვს COVID-19-ის მკურნალობაში, ანუ როგორი როლიც აქვს სოფოსბუვირს C ჰეპატიტის მკურნალობისას,როდესაც ის სრულად კურნავს დაავადებას, ჯერჯერობით ამ ტიპის კვლევები დადასტურებული არ არსებობს. არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო კვლევები, ამიტომაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაწყვიტა ჩაატაროს „რემდესივირზე“ ე.წ. მულტიცენტრული კვლევა მრავალ ქვეყანაში და დაადასტუროს ან უარყოს ამ პრეპარატის სარგებლიანობა. თუ სარგებლიანობა დადასტურდა, რამდენად ეტიოტროპულია ის, ანუ მოქმედებს ვირუსზე. ამ ტიპის კვლევას „სოლიდარობის კვლევა“ ჰქვია და ის მრავალ ქვეყანაში ჩატარდება ერთ პერიოდში, მათ შორის ჩართულია საქართველოც იმის გამო, მას აქვს ძალიან კარგი გამოცდილება ანტივირუსული პრეპარატების სხვადასხვა დაავადებების გამოყენების დროს. მოგეხსენებათ, საქართველოს პრესტიჟი განსაკუთრებით ამაღლდა C ჰეპატიტის ელიმინაციის დროს პროგრამის განხორციელებისას. ვფიქრობ, ამიტომაც შეირჩა ერთ-ერთ კანდიდატ ქვეყანად საქართველო ამ პრეპარატის გამოყენებისას. როგორც მე ვიცი ამ კვლევის დიზაინი დამთავრებულია, მიმდინარეობს ექიმების და ექთნების ტრენინგი, როგორ უნდა ჩატარდეს ეს კვლევა. პაციენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩევიან, იქ სადაც შესაბამისი ჩვენება იქნება. „რემდესივირი“ არ ინიშნება ყოველთვის, ის ინიშნება მძიმე პაციენტებში. იქნება შესაბამისი საკონტროლო ჯგუფები, რათა მივიღოთ ვალიდური, მტკიცებულებაზე დამყარებული ინფორმაცია პრეპარატის ეფექტურობის შესახებ“, - განაცხადა გამყრელიძემ.
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმ...
"შეერთებული შტატები ასანქცირებს ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილს, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების" დამაარსებელსა და საპატიო თავმჯდომარეს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დ...
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. აქტივების გაყინვა და ფინანსური სანქციები. რას გულისხმობს აშშ-ის მიერ ივანიშვილის დასანქცირება &nb...
ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ... მე დარწმუნებული ვარ, რომ მას [სალომე ზურაბიშვილი] ეყოფა გონიერება, რომ არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექს...
ევროკავშირმა “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების ს...
ევროკავშირმა “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების ს...
როგორც უკვე ვთქვი, ბოლო 12 დღის ამბებთან დაკავშირებით, ყველა ოფცია არის მაგიდაზე, ყველაფერი განიხილება, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება. ვნახოთ რას გადაწყვეტენ წევრი სახელმწიფოები, არის ეს ოფცია უვი...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები