სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე დატოვა...
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმ...
|
შეამოწმეთ, საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში მეტჯერ თუ იყო საკანონმდებლო ორგანოში ოდესმე მინისტრი მისული, ვიდრე მე, ბოლო ექვს თვეში, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანის თქმით, „მინისტრის საათის“ ფორმატში მან უპასუხა მისთვის დეპუტატების მიერ გაგზავნილ ყველა კითხვას და თუმცა, ავტორებმა კითხვები არ განავრცეს, რაც მიუთითებს, რომ საკითხის შინაარსობრივი ნაწილის მიმართ ნაკლები ინტერესია.
„ანგარიშვალდებულების გაზრდა არის რეგლამენტის შინაარსი, რომელიც ნებისმიერი მინისტრის დაბარებას ითვალისწინებს პარლამენტის საკომიტეტო ფორმატში და კითხვებზე პასუხის გაცემას, ანგარიშვალდებულების კუთხით, რამდენიმე დღის წინაც ვთქვი და დღესაც ვიმეორებ, ნახეთ, შეამოწმეთ, ოდესმე საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში, ამაზე მეტჯერ თუ იყო მინისტრი მისული, ვიდრე მე ვიყავი ბოლო ექვს თვეში, თუნდაც აიღეთ 2019 წელი. ეს არის რაოდენობები და მნიშვნელოვანია ხარისხობრივი ნაწილიც, რადგან შეიძლება, იარო, მაგრამ არაფერი ისაუბრო. ზუსტად სამი დღით ადრე, რა კითხვებიც იყო გამოგზავნილი წერილობით, წინმსწრებად, „მინისტრის საათის“ მოხსენების ნახევარი დრო დავუთმე ამ კითხვებზე პასუხის გაცემას, თანდართული პრეზენტაციით. ამ დროს, არც ერთი შეკითხვის გამომგზავნმა არათუ არ განავრცო კითხვა, არც დაესწრო ბოლომდე, ისხდნენ და შემდეგ გავიდნენ. ხომ შეიძლებოდა დისკუსია გამართულიყო, არ ეყოფოდათ დრო? ორ დღეში კომიტეტი იქნებოდა. ეს ხომ იმის ნიშანია, რომ შინაარსობრივი ნაწილი არავის აინტერესებს. არ დამირღვევია მიზანმიმართულად რეგლამენტი, როდის დავარღვიე, ან ავარიდე თავი არაკომფორტულ პასუხებს, იმაზე დეტალურად რაღა უნდა მელაპარაკა, რაც „მინისტრის საათის“ განმავლობაში ვისაუბრე. არ აინტერესებდათ უბრალოდ და როცა არ აინტერესებთ, რასაკვირველია, მეც არ მივალ“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი 24 თებერვალს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე არ მივიდა.
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმ...
"შეერთებული შტატები ასანქცირებს ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილს, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების" დამაარსებელსა და საპატიო თავმჯდომარეს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დ...
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. აქტივების გაყინვა და ფინანსური სანქციები. რას გულისხმობს აშშ-ის მიერ ივანიშვილის დასანქცირება &nb...
ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ... მე დარწმუნებული ვარ, რომ მას [სალომე ზურაბიშვილი] ეყოფა გონიერება, რომ არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექს...
ევროკავშირმა “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების ს...
ევროკავშირმა “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების ს...
როგორც უკვე ვთქვი, ბოლო 12 დღის ამბებთან დაკავშირებით, ყველა ოფცია არის მაგიდაზე, ყველაფერი განიხილება, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება. ვნახოთ რას გადაწყვეტენ წევრი სახელმწიფოები, არის ეს ოფცია უვი...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები